x
მეტი
  • 14.03.2025
  • სტატია:140926
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513748
გაიტანეთ ყოფილი პრეზიდენტი, მთავარსარდალი რომელმაც 2008 წელს ომის დაწყება ჩვენ დაგვაბრალა

image
მე, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს არასდროს, არცერთ დონეზე, არცერთ შეხვედრაზე ის არ მომიხსენებია, როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და მით უფრო, როგორც მხედართმთავარი.
ქალი (არ იმსახურებს მიმართვას ქალბატონი), რომელმაც 2008 წლის ომის დაწყება დაგვაბრალა ქართველ სამხედროებს არასდროს იმსახურებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პატივისცემას.
ქალი, რომელიც მშობლიურ ენას საშუალო ნიშანზეც კი ვერ ფლობდა მშობლიურ, ქართულ ენას არ იმსახურებდა პატივისცემას.
მით უფრო ახლა არ იმსახურებს პატივისცემას, როცა ექსტრემისებს დაუდგა გვერდით.
მოვუწოდებ საქართველოს ახალ, კანონიერ პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ჩამოართვას "მადამს" საქართველოს მოქალაქეობა და სალომე ზურაბიშვილი გაძევებულ იქნას საქართველოს ტერიტორიიდან. უპირველესად მოუხსნან სამთავრობო დაცვა ყოფილ პრეზიდენტს.
ბიჭებო, ჩვენ გვიმსახურია ერთად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ნუთუ არ "გიტყდებათ" იმ ობიექტის დაცვა, რომელმაც 2008 წელს ომის დაწყება დაგვაბრალა ჩვენ და ახლა კონსტრუქციულ დიალოგს დესტრუქცია და ექსტრემისტების გვერდით დგომა არჩია?

მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საპროცედურო მოქმედებები, გადასცეს მოთხოვნა პარლამენტს ყოფილი პრეზიდენტისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამოსართმევად, რაც უნდა დაადასტუროს ახალმა პრეზიდენტმა.

დროა ეს ქვეყნის მტერი ქალი მოშორდეს საქართველოს. გამოჩნდა თუ ვინაა სალომე ზურაბიშვილი, როცა ექსტრემისტებთან და რევანშისტებთან მივიდა და განაცხადა, რომ ის იყო ერთადერთი ლეგიტიმური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

8
129
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
129
  
2024, 30 დეკემბერი, 0:08
ჯარის სტრუქტურაში აშკარად არ ხარ ჩახედული და მიედმოედები, არმიას მართავს არა პრეზიდენტი, მიშა იქნება თუ გრიშა მეასეხარისხოვანია. არმიას ომის თეატრში მართავს გენშტაბი.
მატყუარები სხვაგან მოიკითხე, მე მიშა, რომ მოათრიეს კადრის ოფიცერი ვიყავი და ფიცი არ დამიდია მისი ინაუგურაციისას ეს ერთი, ყველა ომში ვერ გაიმარჯვებ, ამერიკელებსაც მოუწიათ ძუნძულით გაქცევა ავღანეთიდან, რუსებმაც კარგად მოძუძგეს ხერსონის გამოღმა ნაპირიდან, კიევის შემოგარენიდან ხომ მოძუძგეს და მოძუძგეს სხვა დანარჩენი რასაც წერ იმენნო არ მაინტერესებს, რადგან სრული აბდაუბდაა ტექსტურადაც და შინაარსობრივადაც. შენ იყავი კაცო გამარჯვებული და ჯანდაბას ჩემი თავი, ჩემზე ნუ ინერვიულებ.
2024, 29 დეკემბერი, 23:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2024, 29 დეკემბერი, 23:02
ლაილაითით მოსაუბრე სხვა ნახე ოქრო კაცი, არც მიშა ყოფილა ოდესმე ჩემი მთავარსარდალი, ისევე, როგორც ეს ფრანგ-ქართველა არ ყოფილა.
არც ღობეს ვედები და არც ყორეს, სხვებში გეშლები. პირდაპირ ვამბობ და ვწერ მუდამ სათქმელს.
რუსეთთან ნაბრძოლი ვარ, 15 წლიდან და არ მაქვს უფლება რუსების გარკვეული კატეგორია არ მიყვარდეს?
ბებია მყავს რუსი და ნორმალური რუსების სიყვარულს და პატივისცემას ვერავინ მასწავლის.
2024, 29 დეკემბერი, 21:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2024, 29 დეკემბერი, 21:01
მე კორექტულად გწერ, შენ ისე, როგორც მოგეხასიათება. მოგეცი საამისოდ მიზეზი?
მეც ჩემი თვალებით მაქვს ყველაფერი ნანახი, ქურთის ადმინისტრაციის უსაფრთხოების ოფიცერი ვიყავი.
მიშა, რომ მთხლე იყო ეგ სხვა თემაა, საერთოდ არ იყო ეგ ადმინისტრაცია შესაქმნელი. არც ერგნეთის ბაზრობა იყო დასახური, ნდობა იყო გაჩენილი ოსებსა და ქართველებს შორის.
2024, 29 დეკემბერი, 20:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2024, 29 დეკემბერი, 20:45
არ იყო ასე, მე პირადად გავაცილე ნიქოზის პოსტის 2 ქსმ ეკიპაჟებით ცხინვლის მიმართულებით.
საცეცხლე კონტაქტი რუსებთან გვქონდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცეცხლის კორექტირება დაიწყეს ზემო "გოროდოკიდან". მანამდე რუს სამშვიდობოებთან არცერთი საცეცხლე კონტაქტი არ გვქონია.
ოსებთან კი პირველივე წუთებიდან გვქონდა.
ტალიავინის კომისიამ დასკვნა გამოიტანა ქართული მედიის უტვინობის წყალობით. გახსოვთ ალბათ ჩვენი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მუშაობის კადრები, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა გასულიყო მედიაში. მიხუილა, აპრილში აპირებდა აფხაზეთში შეჭრას, ამიტომაც შედიოდა აფხაზეთში ჩვენი მზვერავი დრონები და ამიტომ ჩამოგვიყარეს ერთი ოჩამჩირეში ბუკით, მეორე კი ფიჩორის აკვატორიაში რაკეტით რუსულმა გამანადგურებელმა.
2024, 29 დეკემბერი, 20:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8