საზოგადოება გელა ზედელაშვილი: ასეთ სახიფათო ზეწოლას ყველა ვერ გაუძლებდა,.. გუშინ, 17:41 თავიდან ვიფიქრე, იმ საქმეების სიას ჩამოვწერ, რაც ამ კაცს გაუკეთებია-მეთქი... ეს შეუძლებელია, მინიმუმ, ერთი კვირა უნდა ვწერო და ვერც მოვრჩები, რადგან ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. მოდით, ყველამ დავიდოთ გულზე ხელი, გშურთ, არ გშურთ, გსიამოვნებთ, არ გსიამოვნებთ, დაბოღმილები ხართ, არ ხართ დაბოღმილები, მტრები ხართ, მოყვარეები ხართ, გარეულები ხართ, შინაურები ხართ, ყველამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რისთვისაც დაასანქცირეს?
ერთი მაგარი პარადოქსული მომენტი გამოიკვეთა აშშ-ელთა და ევროპიელთა პოლიტსამართალში - ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც უკრაინა ააოხრა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს მშვიდობა შეუნარჩუნა - დაასანქცირეს, დემოკრატიას ძირს უთხრისო.
ვისაც საბჭოთა პერიოდი გახსოვთ, ვინც იცით, რა მოხდა ჩვენს თავს 1937-იან წლებში, ყველასთვის ნაცნობი სიტყვებია: “ძირის გამოთხრა'', “ძირგამომთხრელი საქმიანობა'', “ძირს უთხრიდნენ საბჭოთა წყობილებას'' და ასე შემდეგ. როდესაც იმ ავბედითმა წლებმა გადაიარა და შემდეგ საბჭოთა წყობილებაც დაიშალა, ვიფიქრეთ, გავედით სამშვიდობოს, არიქა, გვეშველაო, მაგრამ დადგა დრო, როცა ისევ იმავე ლექსიკით და უარესი გონორით გველაპარაკებიან. ერთი ეგ არი, ღამ-ღამობით ტყავის ქურთუკიანები არ გვადგანან თავზე და სადღაც არ მივყავართ.
თუმცა! ჩვენი თანამემამულეების დიდმა ნაწილმა ეგეც გამოიარა - განა ნოტარიუს ღინტურთან არ მიჰყავდათ ღამის 3 საათზე ყველა “დარბაისელი'' და ქონებას არ აფორმებინებდნენ? ვინც გადაფორმებაზე უარს იტყოდა, განა საიქიოს საშვს ხელში არ აჭერინებდნენ? განა ამაზე ესენი, ეს ე.წ. დემოკრატები ხმას იღებდნენ?
არა, არ იღებდნენ იმიტომ, რომ მათ საქართველოდან ყოველწლიურად 20 მილიონი დოლარი მიჰქონდათ ე.წ. ლობისტური საქმიანობისთვის. როდესაც “ქართული ოცნება'' ხელისუფლებაში მოვიდა, ეს 20 მილიონი დოლარი აქ დარჩა, ბიუჯეტში და როგორც ვხედავთ, გაცოფდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები, ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები. აბა, ერთი მიეცა ყოველწლიურად 20 მილიონი დოლარი ბიძინა ივანიშვილს კუბილიუსებისთვის, გიჟიმანტასებისთვის, იუკნევიჩიენებისთვის, უილსონებისთვის და სხვა წუპაკებისთვის, ხმას საერთოდ ამოიღებდნენ? არა, რა თქმა უნდა!
ახლა კი, ეს წუპაკები, რომლებიც უკვე ვახსენე, იმ დონემდე დაეცნენ, რომ ყაჩაღ კეზერაშვილისკენ აქვთ ხელი გაწვდილი და 1000 დოლარად ყველაფერს კადრულობენ. ეს კიდე ბევრია, ესენი 100 დოლარადაც გატატრაყუნავდებიან და რუსთაველზეც ჩამოივლიან “ნაცების'' აპლოდისმენტების თანხლებით.
ბიძინა ივანიშვილი კარგახანია დასანქცირებულია, ახლა უბრალოდ ოფიციალურად გაუფორმეს. მან ეს იცოდა და შეგუებულიც კი იყო. გაეხსნა მეორე ფრონტი და ხელის გულზე დაისვამდნენ, გულში ჩაიხუტებდნენ, გმირად შერაცხავდნენ და ნობელის პრემიაზეც წარადგენდნენ.
და მერე ჩვენ? ჩვენ ვიქნებოდით ახლა ტყეში გაფანტულები და დაველოდებოდით, როდის ჩამოგვიყრიდნენ აშშ-ელები თვითმფრინავებით პამპერსებს, ვადაგასულ კონსერვებს, წყალს, ბრინჯს, მაკარონს და ცოტაოდენ ტყვიებსაც. ოღონდ ისეთ ტყვიებს, მარტო კავკასიონის აქეთა მხარეს რომ უწევს. ზოგნი დავიხოცებოდით, ზოგნი დავრჩებოდით, ზოგს ცალი თვალი და ცალი ფეხი გვექნებოდა, ზოგს კიდე ცალი ყური და ცალი ხელი. ძალიან საზარელი სანახავები ვიქნებოდით, მაგრამ ფაქტი ეგეთი იქნებოდა.
ეს ჩვენ, მაგრამ სხვები? “ნაცები'', “გნაცები'' და “შმაცები''? ისინი აქ აღარ იქნებოდნენ, ისინი “ჩერეზ'' წითელი ხიდი, “ჩერეზ'' სარფი, “ჩერეზ'' ლაგოდეხი სადმე გადაიხვეწებოდნენ. აი, ისე, როგორც 2008-ში გადაიხვეწნენ და მერე შემობრუნდნენ.
აღარ გავაგრძელებ, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი. თუ ვინმეს არ ახსოვს, მისი პრობლემაა!
ასე რომ... მადლობა ყველაფრისთვის ამ ადამიანს... მადლობა მოთმინებისთვის, მადლობა ამტანობისთვის, მადლობა გამძლეობისთვის, მადლობა მშვიდობისთვის. ასეთ სახიფათო ზეწოლას ყველა ვერ გაუძლებდა, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ხელს ჩაიქნევდა და დანებდებოდა. ეს კი არ ნებდება, არ ტყდება. მადლობა!" - გელა ზედელაშვილი
417 2-ს მოსწონს
|