საზოგადოება გელა ზედელაშვილი: სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას გუშინ, 14:04 " ესენი არც მეორე განყოფილების შემდეგ აპირებენ გაჩერებას, შეიძლება მესამე განყოფილება გისოსებს იქიდამ გამართონ. რომ გითხრათ, პირველი განყოფილება უინტერესო იყო-მეთქი, მოგატყუებთ. გააჩნია, რომელი მხრიდან შევხედავთ. დღეს ბევრი წერს და ლაპარაკობს, რომ ქვეყანა იღუპება, უფსკრულის პირას ვდგავართ და ხელის კვრასღა ველოდებით. ამ მოსაზრებას მე არ ვეთანხმები, რადგან პირიქით მგონია - ქვეყანა ათეული წლობით ჩაგუბებული “ბალასტისგან'' თავისუფლდება, ეს გახლავთ მშობიარობის ერთგვარი პროცესი, როცა ქვეყანამ თავისი ახალი მომავალი უნდა დაბადოს და საკუთარი ბედი თავადვე განაგოს.
ახლა ჩვენში დუღილის პერიოდია, თხლე ზედაპირზე ცდილობს ამოსვლას და დარჩენას, მაგრამ ბუნების კანონი სხვანაირია - თხლე აუცილებლად ფსკერზე დაილექება, ზემოთ თავანკარა საზოგადოება წამოვა. როდესაც ყურძენს ვწურავთ, ეს პროცესი თავისთავად მიმდინარეობს, ჩვენ ჭაჭას მხოლოდ დარევაში ვეხმარებით. ახლაც ეგრეა, ამათაც ვეხმარებით, რათა დროულად დაილექონ. შეუძლებელია, თხლემ ნორმალურ საზოგადოებაზე იბატონოს, ამას თვით ბუნება არ/ვერ დაუშვებს!
ეს ფსიქიურად შერყეული ავანტიურისტები სარგებლობენ, რომ ვადაამოჭმული პღეზიდანი ვერ არი თავის მატორზე და ცდილობენ, სასკანდალოდ გამოიყენონ.
აქ მეორე მომენტიც არის საყურადღებო: ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინაიდან სალომე ბაბომ ხელისუფლება ვერც დაამხო და ვერც ვერანაირ დათმობაზე ვერ წამოიყვანა, ახალი არჩევნები ვერ დაანიშნინა, მამუკა ხაზარაძე და მისი ამფსონები მიცემულ “მაყუთს'' უკან სთხოვენ.
ახლა, ფულზე გაგიჟებული მადამ პღეზიდანა რის დამბრუნებელია, კი იცით. ამიტომ, მას სხვა გზა აღარ აქვს, ან თავი უნდა მოიკლას, ან ბოლომდე “იბრძოლოს'' და ყველაფერზე ხელი მოაწეროს. ერთი იცოდეთ, თუ ყველაფერზე წავა, ძალიან ცუდად დაამთავრებს, ვეღარც მაკრონი უშველის, ვეღარც მისი ბეხრეკი ცოლი, ვეღარც თავისი ძმა ოთარა და ვეღარც გორჯესტანები!
წარმავალმა ბაბომ რამდენი შეიტყაპუნა ე.წ. ოპოზიციონრებისგან, ამ ეტაპზე უცნობია. ეს რომ ათი შაური არ იქნება, ალბათ ყველა ხვდებით.
ისე, ბიძინა ივანიშვილი არ იზამს, თორემ კარგი იქნებოდა, “ქართუდან'' 2018-ში აღებული მილიონი ლარიც დაებრუნებინა, ვითამ საარჩევნოდ რომ ისესხა.
მოკლედ, ვნახოთ, მეორე განყოფილებაც, წესით, პირველზე ნაკლებ საინტერესო არ უნდა იყოს, პირიქით, შეიძლება აჯობოს კიდეც." - გელა ზედელაშვილი
290 1-ს მოსწონს
|