უამრავი გოგოსგან გამიგია, რა კარგი იქნებოდა ოდნავ უფრო მაღალი, რომ ვიყო და უფრო მაღალი ფეხები მქონდესო. ბუნებრივია ახლობლებზე და ნაცნობებზეა საუბარი, თორემ უცხო ადამიანი თუ ჭკუანაკლული არაა, უცნობთან ამ თემაზე ცოცხალი თავით არ ისაუბრებს. ისე კი ეღტი ქართული ანდაზისა არ იყოს: "ზოგდ მღვდელი მოსწონს და ზოგს მისი ცოლიო", ზოგს სრულად აკმაყოფილებს თავისი საშუალო ზომის სიმაღლე და ის ფეხები, რითაც ბუნებამ და გენეტიკამ დააჯილდოვა.
სხვათაშორის თანამედროვე მედიცინაში არსებობს სამედიცინო ვარჯიშების მთელი "ბუკეტი" რომელთა დახმარებითაც, ქალის ფეხების და ზოგადად სიმაღლის მომატება გარკვეულ ასაკამდე არის შესაძლებელი, ვარჯიშების ძირითადი ნაწილი ძელზე ვარჯიშებით აზიდვებით და სხეულის დაჭიმვითაა შესაძლებელი, ასევე არის ჰორმონების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიღება ადამიანს რამდენიმე სანტიმეტრით უმატებს სიმაღლეს. არავინ მოგატყუოთ, საუბარი არაა 15 ან 10 სანტიმეტრზე სიმაღლის მომაებაზე, საუბარია 3-სანტიმეტრიდან 5-7 სანტიმეტრამდე მომატებაში, ესეც ინტენსიური ვარჯიშბის პირობებში. ისე კი ქალებს უჭკუობას ნამდვილად ვერ დააბრალებ, თითოეულმა ქალმა იცის როგორ გამოჩნდეს უფრო მაღალი და გრძელფეხებიანი, ამისათვის მოხერხებულად არჩევენ შესაბამის ტანსაცმელს და მაღალქუსლიან ფეხსაცმლებს, რომელთა დახმარებითაც ჩნდება მხედველობითი ილუზია, რომ აღნიშნული ქალი თუ გოგონა მაღალია. სხვათაშორის ვარსკვლავთა 60%-ი სულაც არაა ისეთი მაღალი, როგორსაც ფილმებში წარმოგვიდგენენ, უმეტესობა საშუალო სიმაღლისაა და ამაში ცუდი და დასაძრახი ნამდვილად არაფერია.
მე 186 სანტიმეტრი სიმაღლის ვარ, მეუღლე 175 სანტიმეტრი სიმაღლის, მაგრამ 11 სანტიმეტრიანი განსხვავება ჩვენს შორის არ იგრძნობა და ზოგადად ოჯახში ურთიერთობას წყვილს შორის სიმაღლე არ განსაზღვრავს.
ახლა წარმოგიდგენთ მოცულობით კოლაჟს, სადაც რეალურად გრძელი ფეხების მქონე გოგოების და ქალების სურათების საკმაოდ დიდი მოცულობა იქნება წარმოდგენილი, შეფასება თქვენთვის მომინდვია.