საზოგადოება თემურ წიკლაურის საფლავზე სკულპტურა დაშალეს - „ვანდალიზმი კიდევ გაგრძელდა, აზრი აღარ აქვს“ - ქეთი წიკლაური დღეს, 10:29 . პოპულარული და ყველასგან გამორჩეული ქართული ესტრადის ვარსკვლავის, თემურ წიკლაურის სასაფლაოზე დადგმული სკულპტურა რამდენჯერმე დააზიანეს, ამიტომ ახლა მისმა ოჯახმა საფლავზე არსებული ძეგლის დემონტაჟის მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. მომღერლის შვილი, ქეთი წიკლაური წერს, რომ აზრი აღარ აქვს ხელოვნების ნიმუშის საფლავზე დაბრუნებას: . გთავაზობთ ქეთი წიკლაურის სტატუსს: . „დღეს სკულპტურის დემონტაჟი განვახორციელეთ. სასაფლაოს ძეგლი “დავშალეთ”. ვინაიდან ვანდალოზმი არ დამთავრდა და კიდევ გაგრძელდა. აზრი არ აქვს შეკეთებას (უფრო სწორად, შევაკეთებ და შევინახავ), არაფერი შველის ასეთ ხალხს, ვინც ამას ჩადის. არც ვერსიები მაინტერესებს აწი, არც შესაძლო ჰიპოთეზები.
მივიღე გადაწყვეტილება, შევინახო ეს საოცარი ნამუშევარი, რომელიც აწ განსვენებულმა ელიზბარ სააკაძემ გააკეთა.
ამ სკულპტურას დავდგავთ მამას მუზეუმში, რომლის იდეას დავატარებ აქტიურად და იმედით ვარ, რომ ღმერთი დამეხმარება. და ამიტომაც ხალხის იმედიც მაქვს. გისურვებთ მშვიდობას, ადამიანებო“ - წერს ქეთი წიკლაური.
.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, სკულპტურის დადგმისთანავე ის რამდენჯერმე დააზიანეს. როგორც მომღერალის ოჯახი განმარტავს, ამ დრომდე არ დასრულდა სასაფლაოზე ვანდალიზმის შემთხვევები.
.
2021 წლის 1 თებერვალს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ წევრი თემურ წიკლაური..
თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა.
.
თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“). თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). 2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.
224 შეფასება არ არის
|