x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ვინ იყო ქართველი ქალი,რომელმაც პიკასო უარით გაისტუმრა 
ვინ იყო ქართველი ქალ, რომელმაც პიკასო უარით გაისტუმრა

1901 წლის 5 აპრილს (ახალის სტილით 18 აპრილი), თელავში, დიმიტრი ახვლედიანისა და ელისაბედ ერისთავის ოჯახში დაიბადა ცნობილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ელენე ახვლედიანი. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვეში დაიბადა, იმ გაზაფხულის დღეს თურმე თოვდა. ბავშვობაში თელავში ცხოვრობდა. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1907 წელს ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწავლა განაგრძო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში. ხატვა პატარაობიდან დაიწყო. ძალიან უყვარდა მუსიკა, თუმცა მაინც მხატვრობა ამჯობინა. დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო ნიკოლა სკლიფასოვსკისა და ფოგელის სამხატვრო სტუდიაში, რომელიც დაამთავრა 1918 წელს მხატვრობის პედაგოგის კვალიფიკაციით. 1918-1920 წლებში ასწავლიდა ხატვას თბილისის დაწყებით სკოლებში.

ელენე ახვლედიანის სამხატვრო დებიუტი 1919 წლის მაისში, ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაზე შედგა, სადაც თვრამეტამდე ნამუშევარი წარადგინა. მისმა ნამუშევრებმა დიდი ყურადღება დაიმსახურა. განსაკუთრებით ორმა სურათმა: „თელავი” და „თელავში.”

1922 წლიდან სწავლობდა თბილისის ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში, პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში. იმავე წელს, როგორც წარჩინებული სტუდენტი, აკადემიის სტიპენდიანტად მიავლინეს უცხოეთში. ცოტა ხანს, 1924 წლამდე იტალიაში იყო, შემდეგ პარიზის (კოლოროსის) აკადემიაში გადავიდა თავისუფალ მსმენელად.


1924 წელს, პარიზში სწავლის პერიოდში გაიცნო და დაუმეგობრდა პიკასოს.

ელენე ახვლედიანმა პარიზის ცნობილ “შემოდგომის სალონში” “ზამთრის კახეთი” გამოფინა. ეს სურათი მან საფრანგეთში ყოფნისას სამშობლოს მონატრების გამო დახატა.

პაბლო პიკასოს ძალიან მოსწონებია “ზამთარი კახეთში” და მისი შეძენის სურვილი გამოუთქვამს. ავტორი ვერ შეელია თავის საყვარელ ნამუშევარს – “ეს ნახატი მეც ძალიან მომწონს და არასდროს გავყიდიო”.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0