ქართული ოპოზიციური არხების ჟურნალისტების საქციელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
გუშინ, 18:32
ამ სურათზე ვინმე ნოდარ მელაძეა, რომელიც საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს და ცნობილ რუს მეიგავეს, გვარად კრილოვს, რომ არ ჩამოუვარდება "სენსაციური იგავების" შეთხზვაში. ლამისაა, კენედის მკვლელობა "ქართულ ოცნებას" დააბრალოს მის "გამომძიებელ ჟურნალისტებთან" ერთად. ეს ის ნოდარ მელაძეა ჟურნალისტური მორალი, რომ არ გააჩნია და მიკერძოეული მასალების "გამოცხობის დიდოსტატია". დავიწყოთ იმით, როცა სააკაშვილის ზონდერჯგუფები და ძალოვნები ბადრი პატარკაციშვილის კერძო ტელევიზიაში, რომ შეიჭრნენ კოლეგებისადმი თანადგომაზე არცერთი სიტყვა, რომ არ დაცდენია და როცა რეჟიმმა ბადრი პატარკაციშვილს ტვ "იმედი" წაართვე, რეჟიმის მთავარ რუპორად იქცა. ხოლო როცა პატარკაციშვილების ოჯახმა ტელევიზია სამართლებრივად დაიბრუნა, იქიდან გამობუნძულებული ეგრევე ოპოზიციას მივარდა: "არიქა, მიშველეთ, თორემ მე უმუშევარი ვრჩები, თქვენ კი მთავარი რუპორი არ გეყოლებათო". აუსრულეს ოცნება და მას შემდეგ კარგი კულინარის მიერ გამოცხობილი ნაცხვარივით "აცხობს და აცხობს სენსაციურ მითებს", მალე ალბათ საზოგადოებას აუწყებს: "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ბავშვებს ჭამენო. საზოგადოება ჭრელია, ოპოზიციური სპექტრის ფანები გგონიათ არ დაიჯერებენ? დაიჯერებენ და მერე როგორ, ეგრევე ევროპაში "დაასტუკავენ" "ქართულ ოცნებას"-ესენი კანიბალები არიანო! მერე რა, რომ ევროპელები დაუფარავი ხითხითით შეხვდებიან ამ ინფორმაციას, სამაგიეროდ ჭკუას დაარიგებენ, ასე გააგრძელეთ, "ქართული ოცნება" გადასაგდებელი და მოსაშორებელიაო. გახსოვთ ვინმეს სააკაშვილის რეჟიმის დროს უსამართლოდ მოკლული და დასჯილი ადამიანების დაცვაზე მოლაპარაკე ნოდარ მელაძე? ვერ გაიხსენებთ, რადგან რაც არ ყოფილა როგორ უნდა გაიხსენოთ? სამაგიეროდ ახლა ალაპარაკდა, როცა გადაცემის რეიტინგის ასაწევად დაჭირდა. გახსოვთ ალბათ რუსთავი 2-ის წამყვანი გიორგი სანაია მიუკერძოებელი ჟურნალისტი 2001 წელს, რომ მოკლეს და საზიზღარი ჭორები გაუვრცელეს? ჟურნალისტად იწოდება მისი ძმა ვახო სანაიაც, რომელიც საკუთარი ძმისგან განსხვავებით, სრულიად საპირისპირო მიმართულებაზე დგას და სიმართლის ნაცვლად იმაზე საუბრობს, რასაც ტელევიზიის მფლობელები დაუკვეთავენ.
ვახო სანაიას თქმით, თბილისში, ლგბტ მოწინააღმდეგეების მიერ მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემოქმედები არიან პატრიარქი და ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა.
იყო დრო როცა ნიკა გვარამია და ვახო სანაია ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ და მათ შორის ასეთი კამათი იმართებოდა შეხვედრებზე.
გახსოვთ ალბათ ეს პატარა ბიჭი გიორგი თარგამაძე.
უმაღლესი განათლებით ჟურნალისტი. რომელიც უდაოდ ნიჭიერია, მაგრამ ისე სწრაფად იცვლიდა ხოლმე პატრონებს თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდით. ასლან აბაშიძის ზეობის პერიოდში ეს ახალგაზრდა ძალიან დაწინაურდა კარიერული თვალსაზრისით. 1993-1995 წლებში იყო აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1995-1997 წლებში იყო ტელესტუდია „ბათუმის“ დირექტორი. 1997-1999 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის (ანუ ასლან აბაშიძის) პრეს-მდივანი.
26 წლის ასაკში თარგამაძემ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში. 1999-2023 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვვის პარლამენტის დეპუტატი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“ და ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი გახდა. 2002 წელს პირადი განცხადების საფუძველძე დატოვა საქართველოს პარლამენტი და მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია "იმედში". 2003 წელს გიორგი თარგამაძე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. 4 წელი იგი ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. პარალელურად იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა „დროების“ ავტორი და წამყვანი. 2007 წელს ტელევიზიაში სააკაშვილ-მერაბიშვილის პოლიციის სპეცრაზმების შეჭრის შემდეგ დატოვა ტელევიზია და ჯერ პოლიტიკაში გადაინაცვლა, ახლა კი ისევ ოპოზიციური ტელევიზიის ცნობილი სახეა.
როგორი ცვლილებელია ხო? დიქტატორ აბაშიძის რუპორობიდან პოლიტიკაში, იქიდან ბადრი პატარკაციშვილთან, იქიდან გაქცევა და დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნა, შემდეგ კი "ქართული ოვნების" "კრიჭაში ჩადგომა" (სავარაუდოდ არ შესთავაზეს სასურველი ადილი).
ტვ "პირველის ჟურნალისტად წოდებულ მარიამ გაფრინდაშვილს მგონი ყველა იცნობთ, ეს ის მარიამ გაფრინდაშვილია დემონსტრაციაზე პოლიციის სპეცრაზმს შორის მდგარს აგრესიული დემონსტრანტის ნასტოლი ქვა, რომ მოხვდა თავში და მადლობა ღმერთს სიკვდილს გადაურჩა, სამაგიეროდ "რაღაცის სროლა" სპეცრაზმს მიაწერა, აბა მათ ხომ არ მიაწერდა ვის გვერდითაც დგას?
განახოთ მარიამ გაფრინდაშვილის ნამდვილი სახე და ზოგადად ქართული ოპოზიციური მედიის სახე? კი ბატონებო და ქალბაონებო, აგერაა ფაქტი, როცა მარიამ გაფრინდაშვილი სვანეთში მოკლული ადამიანის და მისი მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედის სიუჟეტის გაშვებისას სიცილს, რომ ვერ იკავებს, აქვეა მისივე ტელევიზიის წარმომადგენელიც, რომელიც მართალია ძალიან მძიმე ფაქტზე კი საუბრობს, მაგრამ მერე რა "სხვისი ჭირი ღობეს ჯხირიო" ხომ გაგიგონიათ? ჰოდა ეს ბიჭიც გულიანად იცინის.
ზალიკო უდუმაშვილიც გახსოვთ ალბათ, თავისი პირით აღიარა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მედიაზონდერები ჰყავდა.
და ბოლოს, დემონსტრაციას არბევენო და "ქართული ოცნება" ლამის სომალელ მეკობრეებად გამოიყვანონ. დარბევა კი არა ხოცვა-ჟლეტა იყო წინა ხელისუფლების დროს და ხმას არ იღბდით თქვე მედროვეეებო, თავს მიუკერძოებელ ჟურნალისტებს, რომ უწოდებთ და რეალურად პროვოკატორები და თეთრის შავად წარმოჩენით, რომ ხართ დაკავებული.
ტრამპის ინაუგურაციამდე უნდათ მოასწრონ გადატრიალება, მერე უშანსოდ არიან. თან რაა სახალისო: ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. )))