სიახლეები "ანომალიური რაღაც ხდება.... არსებობს ეჭვი"- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე 20 დეკემბერი, 18:57 ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საბანკო სისტემაში მიმდინარე "ანომალიური" მოვლენების შესახებ წერს. გოცირიძის თქმით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს დეპოზიტები ოქროში გადააქვს:"ანომალიური რაღაც ხდება ჩვენს საბანკო სისტემაში. 5 დეკემბერს დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო 57, 9 მილიარდი ლარი, ხოლო 17 დეკემბერს გახდა 56, 2 მილიარდი ლარი. რვა დღეში 1, 7 მილიარდი ლარით შემცირდა. სად წავიდა ეს ფული დაუყოვნებლივ უნდა ახსნას ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ. ხომ არ დაიწყო დეპოზიდების გადინება, ხომ არ გააქვთ უცხოელებს ფული, რომლებიც მილიარდობით ლარის ეკვივალენტ თანხას ინახავენ საქართველოს საბანკო სისტემაში?კიდევ ერთი ანომალიური რამ, რაც ეროვნულ ბანკში ხდება. ეროვნული ბანკი ვიღაცისთვის ყიდულობდა ოქროს და ნოემბრის თვეში ერთბაშად გაყიდა 47 მილიონი დოლარი ოდენობის ოქრო.ეროვნულ ბანკს აქვს ორი სახის ოქრო, ერთია ე. წ. მონეტარული ოქრო, რომელიც ზოდების სახით ინახება ეროვნულ ბანკში და განეკუთვნება რეზერვებს. ეს ოქრო (7 ტონა) ეროვნულმა ბანკმა წელს იყიდა 500 მილიონ დოლარად. მეორე სახის ოქრო არის მონეტები და მსუბუქი ზოდები, რომელსაც კომერციულ ოქროს უწოდებენ. მათი მოცულობა მხოლოდ 2-3 მილიონი დოლარის ლირებულებას თუ შეადგენდა.ბოლო თვეებში ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ დასახელების ქვეშ დიდძალი ოქროს შესყიდვა (ალბათ უკვე დიდი ზოდების სახით) და ნომებრის თვეში ერთბაშად გაყიდა. არსებობს ეჭვი, რომ ივანიშვილს გადააქვს თავისი დეპოზიტები ოქროში. ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას ეს მოვლენა.ინფორმაცია ოქროს მარაგების შესახებ ღიაა და ყოველი თვის ბოლოს ქვეყნდება ეროვნული ბანკის სტსტისტიკურ ანგარიშებში."-ვკითხულობთ რომან გოცირიძის პოსტში.573 შეფასება არ არის |