ქალი და მამაკაცი 64 წლის ქალმა აღიარა, რომ მხოლოდ ახალგაზრდა საყვარლებს ხვდება, რადგან მისი ასაკის მამაკაცები საწოლში ვერ აკმაყოფილებენ დღეს, 16:29 სინდი გალოპმა, IfWeRunTheWorld-ისა და MakeLoveNotPorn-ის დამფუძნებელმა, თქვა, რომ მან ახალგაზრდა მამაკაცებთან შეხვედრა "სრულიად შემთხვევით" დაიწყო, რის შემდეგ მიხვდა, რომ ასეთი ცხოვრების წესი მისთვის იდეალურია.
მან განმარტა: "მე ვხელმძღვანელობდი სარეკლამო სააგენტოს ნიუ იორკში და გვთხოვეს შეგვექმნა ბრენდი ონლაინ გაცნობისთვის. მარტო ვიყავი და ვფიქრობდი: "კარგი, ეს უნდა გავაკეთო საქმიდან გამომდინარე, რატომ არ შეიძლება გავაკეთო ეს რეალურად ჩემთვისაც?"
სინდი გაცნობის პროფილზე სრულიად გამჭვირვალე იყო ყველაფერში, მათ შორის ასაკთან დაკავშირებით და მიიღო „უამრავი გამოხმაურება, რაც ძალიან სასიამოვნო იყო მისი ეგოსთვის“. მან აღმოაჩინა, რომ პასუხების 75% მასზე უმცროსი მამაკაცებისგან იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არასდროს უფიქრია ახალგაზრდა კაცებთან შეხვედრაზე, მან გადაწყვიტა ეცადა და მას შემდეგ უკან აღარ მოუხედავს.
მან ღიად აღიარა, რომ „ახალგაზრდა მამაკაცებს ხვდება სექსისთვის“, რადგან უპირატესობას ანიჭებს მამაკაცებს „დიდი გამძლეობითა და ძალების აღდგენის ძალიან მოკლე პერიოდით“, რასაც, მისი თქმით, ვერ ნახულობს მისი ასაკის მამაკაცებში. პოლ ბრუნსონის We Need To Talk პოდკასტზე სინდიმ ასევე განაცხადა, რომ ის არის „ყველა ახალგაზრდა ბიჭის ფანტაზია“ და გაცნობის საიტზე მისი მიმდევრები „ბევრად ახალგაზრდა მამაკაცები" არიან.
ახალგაზრდებში მისი პოპულარობის მიზეზს ასე განმარტავს: "მე ვიყავი კარიერით დაკავებული მიმზიდველი ზრდასრული ქალი, რომელსაც არ სურდა გათხოვება, არ სურდა შვილების გაჩენა. მინდოდა გართობა და მას შემდეგ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვხვდები ახალგაზრდა მამაკაცებს." კომენტარებში ზოგმა შეაქო სინდი, იმის გამო, რომ მან ღიად ისაუბრა დიდი ასაკობრივი სხვაობით სასიყვარულო ურთიერთობებზე.ზოგმა დაწერა, რომ იგივეს აკეთებენ ან ძალიან სურთ მსგავსი გამოცდილება.
ერთმა ქალმა აღიარა, რომ ის 65 წლის იყო, მისი პარტნიორი კი 23 წლის, მეორემ კი თქვა: "მე ვარ 51 წლის და ჩემი მეგობარი ბიჭი 25 წლისაა, მე მიყვარს ის".
სხვებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთ ახალგაზრდა მამაკაცს არ აქვს გამძლეობა და სჭირდება აღდგენის უფრო გრძელი პერიოდი. კიდევ ერთმა ქალმა გამოთქვა სურვილი, როცა ის 50 წლის გახდება, სურს 10 წლით უმცროსი კაცების გაცნობა, მეორემ კი დაწერა: „ასე გააგრძელე გოგო, გამძლეობაა მთავარი“. 296 1-ს მოსწონს
|