x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"მიუხედავად, რომ ეს ინფორმაცია ვიცოდი, მე მაგალითად არ გავავრცელებდი"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია"კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის ქალიშვილის, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძის ორიენტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მგონი აქცენტები უნდა დავაკონკრეტოთ, რომ არ გაიდღაბნოს, თორემ “ზეკორექტული“ ხალხიც გამოჩნდა, ვინც რუხაძის ისტორიის გახმაურებაზე ხელებს ასავსავებს:


ირაკლი რუხაძის შვილი არაფერს მალავს. მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია თავისუფლად იძებნება ონლაინ. მისი ულამაზესი ქორწილის ულამაზესი ფოტოები ღიად დევს ინტერნეტში. იმ ადამიანს აშკარად არაფერი აქვს დასამალი, და შესაბამისად, არც არავის არაფერი პირადი არ “გაუბაზრებია“. იმის მიუხედავად, რომ მე ეს ინფორმაცია მის გახმაურებამდე ვიცოდი, მე მაგალითად არ გავავრცელებდი, იმიტომ რომ სხვის პირად ცხოვრებაში ქექვა არანაირ კონტექსტში არ მეხალისება, თუმცა..... აქ ამ გოგოზე არ არის საუბარი.


აქ არის საუბარი ფარისეველ მამაზე, რომელიც აქ სიძულვილის ფაბრიკას აგუგუნებს, ადამიანებს მისი ტვ განსხვავებულობის ნიშნით დევნის, რუსულ პროპაგანდას ემსახურება, რომლის ერთ–ერთი ინსტრუმენტი და მიმართულება ლგბტ ადამიანების დევნაა და მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც ამ არჩევნებზე დედა დედაა მამა მამაას ძახილით გავიდა და ისეთი კანონი მიიღო, ლგბტ თემს ფაქტიურად ადამიანებად ყოფნის უფლება წაართვა. აქვს თუ არა უფლება ქართულ ლგბტ თემს ამაზე ილაპარაკოს?


რა თქმა უნდა, აქვს. საჭიროა თუ არა ზოგადად ამ ისტორიაზე საუბარი? დიახ, საჭიროა, იმიტომ რომ ის მთელი საქოცეთის ფარისევლობას და იმას ხდის ფარდას, რომ ქოცპროპაგანდა და ამ სიძულვილის თესვა სხვა არაფერია, თუ არა დაბეჩავებული, იმედზე და პოსტვ–ზე მიშტერებული ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იმისათვის, რომ ივანიშვილმა და მისმა ხროვამ შეინარჩუნოს ძალაუფლება და რუსული ჩექმის ქვეშ გაგვატარებინოს დარჩენილი ცხოვრება. ხოდა, ძაან ეთიკურები დაზღნარდით ცოტა რა."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" დირექტორი, თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში ჰომოფობიური სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის ქალიშვილზე ინფორმაციას ავრცელებს. ჯაყელის თქმით, რუხაძის შვილი, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძე ღიად ლესბოსელი ქალია და ამერიკაში ამერიკელ ქალ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ისინი შვილის აყვანას აქტიურად ცდილობენ. როგორც "თბილისი პრაიდის" დირექტორი წერს, ეს ფაქტი კიდევ უფრო ცხადს ხდის, თუ რამდენად ამორალურია რეჟიმის პროპაგანდა.


ჯაყელის თქმით, "ქართული ოცნების" მთავარი პროპაგანდისტები მზად არიან, საკუთარი შვილის მსგავსი ადამიანები იდენტობის გამო, რომელიც მათ არ აურჩევიათ, "სასიკვდილოდ გაიმეტონ", რადგან "რუსული ავტორიტარული ხელწერა ავალდებულებთ". როგორც ჯაყელი აღნიშნავს, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ შვილის გვერდით დგომას "სიხარბე და ძალაუფლების წყურვილი არჩია".






0
1421
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1421