x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოკრივე მძიმე წონაში, როკი მარჩიანო, რომელმაც დაუმარცებელმა დატოვა რინგი

image
მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო პროფესიონალი, მძიმეწონოსანი მოკრივე როკი მარჩიანო ისე წავიდა პროფესიული კრივიდან ერთი მარცხიც კი არ განუცდია.
მისმა მძიმე მუშტმა კი უამრავი მძიმეწონოსანი კრივის ცოცხალი ლეგენდა დააგდო რინგის ფიცარნაგზე.
49 შეხვედრა და 49 გამარჯვება, აქედან 43 ნოკაუტით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია მარჩიანოს რეკორდი ნოკაუტების მხრივ ჯერ კიდევ ძალაშია და არა მგონია ვინმემ უხლოეს წლებში შესძლოს მისი გაუმჯობესება.
როკი 18 წლის იყო ჯარში, რომ გაიწვიეს, მას მუდამ უწევდა თავის დაცვა და სწორედ ბარებში და ქუჩაში მიღებულმა გამოცდილებამ მას დიდი დახმარება გაუწია. 180 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმეწონოსანს რაიმე სახით უნდა მოეხდინა კონკურენტის სიმაღლის და წონის დაძლევა და ამისათვის ჯერ კიდევ ჯარში ყოფნისას როკიმ წყალქვეშ ქვევიდან ზევით დარტყმებზე ვარჯიში დაიწყო, შემდეგ კი ასევე წყლის ქვეშ უზარმაზარი ლოდების გატყორცნა, რამაც მომავალი კრივის ლეგენდას ფანტასტიური დარტყმის უნარი განუვითარა.
ჯარიდან დაბრუნებულ როკიდ ოჯახი მეტისმეტად სავალალო მდგომარეობაში დახვდა, ოჯახს თვითამ თვემდე ძლივს გაჰქონდა თავი, რამაც ისე იმოქმედა როკიზე, რომ მან გადაწყვიტა პროფესიონალი მოკრივე გამხდარიყო.
მისი ძმა ლუისი წერდა: " როკი განუწყვეტლივ ვარჯიშობდა, ხშირად უჭმელობის და გადაღლის გამო გულიც წასვლია, მაგრამ მას გადაწყვეტილი ჰქონდა გამხდარიყო პროფესიონალი მოკრივე და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.
როკი სინამდვილეში მარჯიანო არ გახლდათ, მისი სახელი და გვარი გახლდათ როკო ფრენსის მარკეჯანო. მას მწვრთვნელმა სო სარელიმ პირდაპირ უთხრა: "როკი, რატომ არ მიდიხარ სახლში? დაივიწყე კრივი. არასოდეს გამოგივა”, – სწორედ ამ სიტყვებმა მისცა სტიმული მას და ზუსტად 6 წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მძიმეწონოსანთა შორის.

სწორედ მაშინ უთხრა მას მენეჯერმა ალ უაილმა მას: "როკო, სახელი და გვარი უნდა შეიცვალო, თორემ ცუდად წარმოსათქმელია და დამიჯერე, ეს ბარიერად გექცევა.
როკომაც დაუჯერა და როკი მარჩიანო გახდა, თუმცა მანამდე როკი ჯერ როკო მაკი გახდა და შემდეგ კი უკვე როკი მარჩიანო.
კარიერის დაწყებიდანვე 1948 წელს როკიმ 16 შეხვედრა დროზე ადრე დაამთავრა, პრესა წერდა, რომ როკი იყო შეუბრალებელი მებრძოლი, რომლის მთავარი მიზანი იყო გამარჯვება და არა სანახაობრივი კრივის ჩვენება.
არა და როკი არ იყო სასტიკი და დაუნდობელი, ცხოვრობდა ასკეტურად. არ ეწეოდა, ად დადიოდა ღამის კლუბებში. როცა 24-ე შეხვედრისას რინგზე მეტოქე ვინგო ნოკაუტში ჩააგდო მეექვსე რაუნდში, მძიმე დარტყმის გამო ვინგო კომაში ჩავარდა.
როკი ყოველდღე აკითხავდა მას კლინიკაში, მისთვის ლოცულობდა, ხოლო როცა ვინგო კომიდან გამოვიდა იმ შეხვედრაში აღებული მთელი ჰონორარი ვინგოს გადასცა სიტყვებით: "ჩვენ მებრძოლები ვართ კარმაინ, ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა, გამარჯვებას დამარცხებას ვამჯობინებდი, რადგან არცერთი გასამრჯელო და ჩემპიონის ქამარიც არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ".

როკი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, რინგზე კი მეტოქეებს ანადგურებდა, სწორედ მისი მეთოდია ქვემოდან ზემოთ ამორტყმა, რომელიც შემდეგ სხვა მოკრივეებმაც აიტაცეს. ქვემოდან ზემოთ ამორტყმით აბალანსებდა თავის 180 სანტიმეტრიან სიმაღლეს მაღალ მეტოქეებთან როკი და დადგა დღე, როცა როკის მოუწია მანამდე მაუმარცხებელი პროფესიონალი მოკრივის, დაუმარცხებელი ჩემპიონის ჯესი ჯო უოლკოტის წინააღმდეგ მოუწია შეხვედრამ, ძმამ რინგისკენ მიმავალ ძმას ჰკითხა: "როკი არ გეშინია, ის ხომ დაუმარცხებელი ჩემპიონია"?
"არა ლუის, მე რინგზე ავდივარ გასამარჯვებლად და მე გავიმარჯვებ"-ასეთი იყო როკის პასუხი.
"როკი მოყვარულია, მე მას პირველივე რაუნდში გავაგზავნი ნოკაუტში"-განაცხადა ბრძოლის წინ უოლკოტმა.
ორივე მოკრივემ მაქსიმუმი დადო ამ ბრძოლაში, უოლკოტის უკან იდგა მისი კოლოსალური გამოცდილება, 12 კილოგრამით დიდი წონა და 8 სნტიმეტრით მეტი სიმაღლე.
უოლკოტმა უდაოდ თავისი საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა, მეექვსე რაუნდის ბოლოს როკიმ ყვირილი დაიწყო: "ვერაფერს ვხედავ". სწორედ მაშინ ურჩია მას განუყრელმა მეგობარმა და მწვრთვნელმა ჩარლი გოლდმანმა: " ქულებით ვერ გაიმარჯვებ, უოლკოტი მეტისმეტად გამოცდილია, ერთი ყუმბარისებური დარტყმით დაასრულე შეხვედრა".
როკიმ მწვრთვნელის დარიგება მიიღო და თავისი საფირმო მარჯვენა დარტყმით დაუმარცხებელი ლეგენდა ფიცარნაგზე ისე დააგდო, მას წამოდგომა არც კი უცდია.
"მე არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა მომხვდა, მსგავსი რამ ჩემს კარიერაში არ ყოფილა"-განაცხადა მოსულიერების მერე უოლკოტმა.
უოლკოტი დიადი იყო და დიდებული სიტყვებიც უთხრა როკის: " „მე მომწონდა ეს ტიტული. არ მსურდა მისი დათმობა, მაგრამ თუ ასე უნდა მომხდარიყო, მოხარული ვარ, რომ ეს შენთან ბრძოლაში მოხდა. შენ კარგი მებრძოლი ხარ და შესანიშნავი ჩემპიონი იქნები”.
უოლკოტის სიტყვები წინასწარმეტყველებასავით გასდევდა როკის კარიერას.
image
ჯეკ დემპსის შემდეგ როკი მარჩიანო პირველი მოკრივე გახდა, ვინც თეთრკანიანებს იმედი ჩაუსახა. ხალხი ყოველთვის ადარებდა მას აფროამერიკელ კონკურენტებს, როკის კი ასეთი შედარებები არ ადარდებდა, ის მთელი არსებით ანტირასისტი იყო – მისი კერპი იყო დიდი ჯო ლუისი, მოსწონდა არჩი მური და ჯერსი ჯო უოლკოტი, რომლებიც, პარადოქსია, მაგრამ სათითაოდ გაგზავნა ნოკაუტში.
ჯო ლუისი, არჩი მური და ჯესი უოლკოტი დიადების კოჰორტაში შედიოდნენ. ჯო ლუისი საერთოდ მოვლენა იყო პროფესიულ კრივში და როკი მარჩიანოს კერპიც, მაგრამ როცა დიადმა ლუისმა როკის შეხვედრა სთხოვა, როკის უარი არ უთქვამს და კიდევ ერთი დიადი განართხო ფიცარნაგზე.
ბოლო შეხვედრა როკი მარჩიანომ არჩი მურთან ჩაატარა, სადაც კრივის ცოცხალი ლეგენდა ნოკაუტით დაამარცხა, დაამარცხა და მოკრივის ხელთათმანები სამუდამოდ დაკიდა კედელზე.
როკის თქმით მისთვის კრივმა ინტერესი დაკარგა, რადგან არ დარჩა არავინ, ვინც მას რინგზე თანაბარ დონეზე გაუწევდა კონკურენციას. მან ნოკაუტით დაამარცხა იმ დროის ყველა დიადი.
"არ მსიამოვნებს დაბეგვილი ხორცის მასის ყურება, რომელიც სისხლითაა დაფარული, მე მოკრივე ვარ და არა სადისტი ჯალათი, მე გავაანალიზე, რომ ერთ დღეს ვინმეს სიცოცხლეს შევიწირავ და ჯობია დროზე გავჩერდე"-განაცხადა პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში როკიმ და ის მართალიც იყო, 49 შეხვედრიდან 49 გამარჯვება და აქედან 43 ნოკაუტით გამარჯვება-ეს ფენომენალური შედეგი იყო და რჩება დღემდე.
როკიმ ექვსჯერ დაიცვა ქამარი და ექვსკერვე გაიმარჯვა, აქედან 5 ნოკაუტით, ხოლო მეექვსე კი მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით.

კრივიდან წასული როკი მარჩიანო წარმატებული ბიზნესმენი გახდა, ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და უამრავ დამწყებ მოკრივესაც უმართავდა ხელს.

1969 წლის 31 აგვისტოს, საკუთარ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, თვითმფრინავმა, რომელიც როკი მარჩიანოს ეკუთვნოდა, კატასტროფა განიცადა, მწყობრიდან გამოსული ძრავიანი თვითმფრინავის დასმა პილოტის მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა და როკი დაიღუპა.

როკი და არჩი მურის ორთაბრძოლა, სადაც რამდენიმე ნოგდაუნის შემდეგ არჩი მური ღრმა ნოკაუტში გააგზავნა როკიმ.

image
ამ სურათზე როკი 27 წლისაა. ფოტოგრაფმა ეს სურათი 1950 წელს გადაიღო. როკი სუფრასთან ზის და დედა პასკუალე პიჩუტო მარჩეჯანო წყალს უსხამს შვილს.

როგიმ რინგზე იმეფა 4 წელი და დაუმარცებელმა, ფანტასტიური შედეგებით დატოვა რინგი.

image
დიადი ლეგენდა-როკი მარჩიანო.

image

0
318
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0