სხვა მამის ფანტასტიური რეაქცია და შეშინებული ფარმაცევტი გოგონების რეაქცია, რომლებსაც კაცი მძარცველი ეგონათ დღეს, 16:06 მამამ, რომელსაც შვილი საბავშვო კლინიკაში ჰყავდა, სწორედ იმ დროს მიუსწრო აფთიაქს, როცა თანამშრომელი გოგონებიდან ერთერთი ჩამოსაწევ რკინის კარს დაბლა სწევდა დასახურად. სწორედ ამ დროს ჩამოჭეული რკინის კარის ქვეშ დარჩენილ მცირე ადგილში, რასაც ჰქვია შემოსრიალდა ბაიკერის ჩაფხუტიანი მამაკაცი, რომელსაც შვილის მდგომარეობამ გადაადგმებინა ეს თავგანწირული საქციელი. ფარმაცევტ გოგონებს მამაკაცი მძარცველი ეგონათ, რადგან მსგავსი რამ ტაილანდში იშვიათობას არ წარმოადგენს და რკინის ჩამოსაწევი კარითაც ამიტომ კეტავდნენ სადღეღამისო აფთიაქს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მამაკაცმა საჭირო მედიკამენტი აიღო, ფული გადაიხადა და კლინიკისკენ გაიქცა. როგორც სტატიის ავტორი წერს მამის მიერ მიტანილმა პრეპარატმა ბავშვს დროზე მიუსწრო და მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესადაა. მართალია ფარმაცევტი გოგონები კი შეშინდნენ, მაგრამ რაც მთავარია ყველაფერი ინციდენტის და ძარცვის გარეშე დამთავრდა. გოგონებსაც ვერ გაამტყუნებ, როცა ამგვარი ფორმით ძარცვები ხშირია, შეშინების გამო ვერავინ დაგძრახავს. 152 5-ს მოსწონს
|