x
მეტი
  • 07.03.2025
  • სტატია:140764
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513621
"იმენა კლავდა, პროსტა არ გამოუვიდა"- რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა გვარამია

image


"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია
შავებში ჩაცმული უცნობი პირების მიერ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმის ვიდეოს ვუყურებ (არ მქონდა ნანახი გასაგები მიზეზების გამო) და ტიპი იმენა კლავდა, პროსტა არ გამოუვიდა. კლასიკური მკვლელობის მცდელობაა????"- ვკითხულობთ ნიკა გვარამიას პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბესიკის ქუჩაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები აღენიშნებოდა როგორც "ტვ პირველის" ოპერატორს, გიორგი შეწირულს, ასევე ჟურნალისტ, მაკა ჩიხლაძესაც.


ჩიხლაძის თქმით, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც შეიტყო, რომ ტერიტორიაზე, უცნობი პირები ადამიანებს აქციაზე ჩასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.


"ბესიკის ქუჩაზე ე.წ. ტიტუშკები ესხმოდნენ თავს ადამიანებს და არ აძლევდნენ აქციაზე მისვლის შესაძლებლობას. რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა, მაშინვე დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 30-ზე მეტნი, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება.


მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. მე ვხედავდი აქ გოგოებსაც, რომლებმაც ჩანთები ააგლიჯეს და გარდა იმისა, რომ წიხლები ურტყეს, ჩანთები წაართვეს. აქვე იდგა პატრული და აღარ არიან. მიკროფონიც წაიღეს, კამერაც, რას იღებ შე ბ..ო, პირდაპირ ასე მომმართეს", - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.







0
311
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
311