სიახლეები ყელის დაავადებები და რეკომენდებული მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 22 ნოემბერი, 11:43 ტონზილიტი (კატარალური, ლაკუნარული, ფოლიკულური, ფლეგმონური) ტონზილიტი – ეს არის ნუშურა ჯირკვლების ანთება. ტონზილები ანუ ნუშურა ჯირკვლები (რომლებსაც მოსახლეობაში გლანდებსაც უწოდებენ) შედგება ლიმფოიდური ქსოვილისგან და ხახის ორივე მხარეზეა, წყვილადაა განლაგებული. ლიმფური სისტემის სხვა ორგანოებთან ერთად, ტონზილები მოქმედებენ, როგორც იმუნური სისტემის ნაწილი, გამოიმუშავებენ რა იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს და განაპირობებენ ინფექციებისაგან დაცვას; განსაკუთრებით ეს ეხება ზემო სასუნთქი გზების ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს. მწვავე ტონზილიტის სიხშირე შედარებით მაღალია 5-10 წლის ასაკის ბავშვებში. ტონზილიტის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს ვირუსული (40%) და ბაქტერიული (30%) ფლორა. ვირუსებიდან უხშირესია ადენოვირუსი, ხოლო ბაქტერიებიდან A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ტონზილიტის კლასიკური სიმპტომები მოიცავენ ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ცხელებას, საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს. ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებული ან მათზე აღინიშნება ჩირქოვანი ნადები. კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები ასევე შესიებულია. ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში, უფრო მეტი ალბათობით, დაავადების გამომწვევი ბაქტერია უნდა იყოს. ხოლო თუ აღინიშნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ხმის ჩახლეჩა, კონიუნქტივიტი და დიარეა, საფიქრებელია, რომ დაავადების გამომწვევად ვირუსი გვევლინება. ჰოსპიტალიზაციის სასწრაფო ჩვენებას წარმოადგენს სტრიდორი (ხმაურიანი, გაძნელებული ჩასუნთქვა), ყელის ტკივილთან ერთად და ასევე პერიტონზილური აბსცესის ის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ოტოლარინგოლოგის მეთვალყურეობა და პარენტერალური ანტიბიოტიკები. განსაკუთრებით საშიშია ტონზილიტის გართულებები, როგორიცაა რევმატული ცხელება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, გლომერულონეფრიტი. ტონზილების („გლანდების“) ქირურგიული გზით მოცილების ჩვენებაა:
ლარინგიტი (ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება) ლარინგიტი (laryngitis, ბერძ. larynx, laryngos – ხორხი) ხორხის ანთებაა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ლარინგიტს. ლარინგიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია მწვავე რესპირსტორული ინფექციის, ყივანახველას და ქუნთრუშას ინფექციების დროს. თუმცა, ლატრინგიტი შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებით. იგი ასევე შეიძლება განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი დაავადება – ხმის გადაძაბვის შედეგად, ორთქლისა და გაზის, მტვრიანი ჰაერის ჩასუნთქვის შემთხვევაში, სიგარეტის მოწევის, სპირტიანი სასმელების გამოყენების დროს. ლარინგიტის კლინიკა: სახმო იოგები ლარინგიტის დროს კარგავენ ვიბრაციის უნარს, მათი მოძრაობა შეზღუდულია, ავადმყოფს ხმა ეხლიჩება ან სრულად ეკარგება. სუნთქვა გართულებულია, “მსტვინავია” და ვითარდება მტკივნეული “მყეფავი” ხველა. სასუნთქი გზების დახშობა ხშირად შეიძლება იყოს ძალზე სერიოზული, განსაკუთრებით ბავშვებში. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ ე.წ. “ცრუ კრუპის” შესახებ. მწვავე ლარინგიტს ახასიათებს ხორხის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება, აღინიშნება იოგების გასქელება და არასრული დახურვა. გრიპის დროს ხორხის ლორწოვანზე შეინიშნება სისხლჩაქცევები (ჰემორაგიული ლარინგიტი). ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს ხორხის მთელს ლორწოვანზე ან მის ნაწილზე (იზოლირებული ლარინგიტი). ლარინგიტის დროს პაციენტები უჩივიან სიმშრალესა და ფხაჭვნის შეგრძნებას ყელში, ყლაპვის დროს ტკივილს, დასაწყისში მშრალ, ხოლო შემდეგ პროდუქციულ (ნახველიან) ხველას. მწვავე ლარინგიტს შეიძლება ახლდეს თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. მწვავე ლარინგიტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 7- 10 დღეს არ აღემატება. სიცოცხლისათვის საშიშია მწვავე იოგქვეშა ლარინგიტი, რომელიც ხშირად ხორხის სტენოზით რთულდება. ადრეული ასაკის ბავშვებში ანთება შეიძლება განვითარდეს ფარულად, ძილის დროს. ამ დროს ლორწოვანის შეშუპება ავიწროვებს ხორხის სანათურს, ჰაერის შესასვლელს (ცრუ კრუპი). ამის გამო ირღვევა ჩასუნთქვის პროცესი: სუნთქვა ხდება ხმაურიანი, ბავშვი ტირის, აგზნებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, პედიატრიულ კლინიკაში. ფარინგიტი ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფარინგიტს. მწვავე ფარინგიტს იწვევს ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია. ვირუსული წარმოშობის მწვავე ფარინგიტი შემთხვევათა 70 პროცენტში გვხვდება, ბაქტერიული კი – 30 პროცენტში. მწვავე ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხახის ფხაჭნისა და წვის შეგრძნება. ასევე, სიმშრალე ყელში, სუსტი ტკივილი ყლაპვის დროს და ყურების დაგუბება. ზოგჯერ ავადმყოფი უჩივის ყელში უცხო სხეულის შეგრძნებას. ძირითად შემთხვევებში, ადამიანის ზოგადი მდგომარეობა ნაკლებად იცვლება, თუმცა ანთების გამოხატული ფორმის დროს მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება, ლიმფური კვანძების გადიდება და თავის ტკივილი. უმცროსი ასაკის ბავშვებში დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. რაც შეეხება ქრონიკულ ფარინგიტს, მას იწვევს ქრონიკული სურდო, ხშირი მწვავე ფარინგიტი, ცხვირის დანამატების ჩირქოვანი დაავადებები და ქრონიკული ტონზილიტი. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები, ცივი ამინდები და მავნე ჩვევები, როგორიცაა ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება. განასხვავებენ ქრონიკული ფარინგიტის სამ ფორმას: კატარულს, ჰიპერტროფიულსა და ატროფიულს. კატარული და ჰიპერტროფიული ფორმების დროს კლინიკური სურათი ერთნაირია:
ატროფიული ფორმის დროს ავადმყოფი უჩივის:
ფარინგიტის მკურნალობა უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველესად, მათი გამომწვევი მიზეზების მოშორებაა საჭირო. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, ინფექციის ლიკვიდაციაში. თუმცა, მნიშვნელოვანია ასევე ალკოჰოლსა და ნიკოტინზე უარის თქმა. ამ დროს არ არის რეკომენდებული გამაღიზიანებლების მიღება (როგორიცაა ცხელი, ცივი, მჟავე, ცხარე, ან ზედმეტად მარილიანი საკვები) და ხმამაღალი ლაპარაკიც კი. ყელის ტკივილის დროს რეკომენდებული პროდუქტი: ტანტუმ ვერდე სპრეი და ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარი. R 15 შეფასება არ არის
|