შოუბიზნესი ,, მისი ყველაზე საშინელი კოშმარი"- ადელმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს გუშინ, 19:14 36 წლის მომღერალმა ადელმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს მძიმე ავადმყოფობის გამო: მას ყურის ინფექცია აწუხებს, რამაც შესაძლოა რეციდივი გამოიწვიოს და ხმა მთლიანად წაართვას. ამის შესახებ RadarOnline.com ინსაიდერებზე დაყრდნობით იტყობინება. "ეს ადელის ყველაზე საშინელი კოშმარია. მისი ხმა მისთვის ყველაფერია. ამ ინფექციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მთელ კარიერაზე", - ამბობს ინსაიდერი. ადელმა ადრე თქვა, რომ მან ნაწილობრივ დაკარგა სმენა ინფექციასთან ბრძოლის დროს. მკურნალობა ორი თვე გაგრძელდა. ადელმა აღნიშნა, რომ ტკივილები მშობიარობის დროს უარესი იყო: „რამდენიმე დღის განმავლობაში არასწორად ვიღებდი ანტიბიოტიკებს, მაგრამ საბოლოოდ ექიმებმა დამინიშნეს ის, რამაც რამდენჯერმე მომანდომა ყურის მოჭრა! - განუცხადა მან ჟურნალისტებს. 38 1-ს მოსწონს
|