ქანდაკება "საზოგადოების მოთხოვნაა"-ვოლოგდაში სტალინის ძეგლს დადგამენ,რომელსაც აშკარად სლავური იერი აქვს 11 ოქტომბერი, 17:39
სკულპტურაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
ვოლოგდის ოლქის გუბერნატორმა, გეორგი ფილიმონოვმა განაცხადა რომ „ამ პიროვნების როლის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცის მიუხედავად “ უნდა ვაღიაროთ სტალინის „დიდი მიღწევები, იცოდე საკუთარი ქვეყნის ისტორია, პატივი სცე და იამაყო ამით.” ამიტომ ვოლოგდაში გენერალსიმუსის ძეგლი გამოჩნდება. „არავინ კამათობს, რომ სტალინი მართლაც ორაზროვანი ფიგურაა (ან კი არის რუსეთში ვინმე ცალსახად ამტკიცებდეს?) გიჟი უნდა იყო, რომ უარყო რეპრესიების ფაქტი, მაგრამ ამავე დროს, უარყო სტალინის სიდიადე, რომლის შრომის მონაგარსაც ჩვენ ჯერ კიდევ ბევრ რამეში დღემდე ვსარგებლობთ;ეს იგივეა უარვყოთ მაოს როლი ჩინეთის სრულიად დამოუკიდებლობის მოპოვებაში და ზესახელმწიფოდ გადაქევაში, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ „კულტურული რევოლუციის“ სულელურ ექსცესებს"- ამტკიცებს გ. ფილიმონოვი. სკულპტურა დამონტაჟდება "ვოლოგდაში გადასახლებულების" სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, რომელშიც სტალინი ცხოვრობდა 1911 წლის დეკემბრიდან 1912 წლის თებერვლამდე. როგორც ჩანს, ი. სტალინს პატივს სცემს თავად ფილიმონოვი - ადრე მან აჩვენა ვიდეო მიმღებიდან და კაბინეტიდან, რა დროსაც ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ კედელზე ბელადის სურათი ეკიდა. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი, კარგად დააკვირდით, სკულპტორს ან შემკვეთს ალბათ სურს, რომ "დაივიწყონ" რომ სტალინი ქართველი იყო და სახის ნაკვთები და მოყვანილობა აშკარად სლავური აქვს, სტალინს მხოლოდ ულვაშებით თუ მოგვაგონებს. 114 2-ს მოსწონს
|