x
მეტი
  • 18.11.2024
  • სტატია:138315
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512009
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 კილომეტრი გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
image


23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი “თბილისის ზღვა“ 80 კილომეტრ საათი სიჩქარით 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომლთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს. ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე კი ამჯერად 100 კილომეტრამდე საათი სიჩქარით 33 კილომეტრი გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა საქართველოში „შავი ზღვის“ 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე პირველივე ცდაზე გაიარა და მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.

გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. „ვისოლი“ გიორგი გახელაძის ექსტრემალური თავგადასავლების ტრადიციული მხარდამჭერია.




გიორგი გახელაძის სპორტული მიღწევები:

  • უკრაინა - -Extreme Charge Ukraine - 1-ლი ადგილის მფლობელი, სრული შეჯიბრის გამარჯვებული
  • ესპანეთი - Hixpania Hard Enduro 2021 Archer Class- მე-2 ადგილი
  • თურქეთი - Sea to Sky Turkey 2021- მე-10 ადგილი (ოქროს პრიზიორი)
  • 2019 – 2020 წლებში მსოფლიოში ყველაზე აზარტული შეჯიბრის RedBull Romaniacs -ის ოქროს კლასის ფინიშერი

2022 წლის შედეგები მსოფლიო ჩემპიონატებზე:

  • ისრაელი - Minus 400 Desert Extreme Races - მე-11 ადგილი
  • სერბეთი - XRoss Hard Enduro Rally - მე-14 ადგილი
  • ავსტრია - RedBull Erzbergrodeo - მე-18 ადგილი
  • ესპანეთი - Hixpania Hard Enduro 2022 - მე-2 ადგილი (ოქროს პრიზიორი)
  • თურქეთი - Sea to Sky Turkey 2022 - მე-7 ადგილი
  • CHAMPIONSHIP STANDING 2022 - მე-17 ადგილი
  • JUNIOR CUP STANDING 2022 - მე-5 ადგილი
(R)


0
209
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0