ფსიქოლოგია რა არ უნდა ვუთხრათ დეპრესიაში მყოფ ადამიანს და როგორ შეგვიძლია დეპრესიასთან გამკლავება 1 ივლისი, 15:59 დეპრესიის დროს არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა და არ უნდა ვუთხრათ ადამიანს: “პოზიტიურად იფიქრე და დარდი გაქრება!'' იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი, დეპრესია დარდი არ არის და არც ფიქრით არ ქრება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად განწყობა და ფიქრი კარგია, სასარგებლოა, მაგრამ არა – ფსიქოპათოლოგიების დროს. რეალურად, დეპრესიის დროს რა ხდება? ტვინში გვაქვს ქიმიური დისბალანსი. შესაბამისად, შეუძლებელია ჩვენი ნებისამებრ ვცვალოთ ემოციები ან რამე გამოვიწვიოთ. ამისთვის გვაქვს ფსიქოთერაპია და სამწუხაროდ, ვერ გავურბივართ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ანუ კომბინირებულად ხდება დეპრესიასთნ ბრძოლა – მედიკამენტებით და ფსიქოთერაპიით. თუ გაგამხნევებელ რაიმე ფრაზას ვეძებთ, “პოზიტიურად შეხედე და დარდი გაქრება'' შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იმით, რომ ადამიანს ვუთხრათ: “მიყვარხარ! შენი ბრალი არ არის...შენ გვერდით ვარ♡'' ძალიან მნიშვნელოვანია, მას გაუჩნდეს განცდა, რომ ტვირთი არავისთვის არ არის და რაც შეიძლება მეტი ვალაპარაკოთ თავის გრძნობებზე, განცდებზე, თუნდაც სიცარიელეზე. თუ მას არ სურს გარეთ გასეირნება ბუნებაში, არაფერი არ უნდა დავაძალოთ. ოთახში უნდა შევიდეთ და უბრალოდ ვესაუბროთ, მოვუსმინოთ და არც ერთი წამით არ განვსაჯოთ არაფერზე, რათა უფრო მეტად გაგვეხსნას. ფსიქოლოგი ნიკო ამბოკაძე 127 შეფასება არ არის
|