სხვა რას აღარ გაიგონებ:ექვსმა დამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა,მათი საერთო ასაკი 571 წელია 28 ივნისი, 17:18 ![]() ნორმა ჯეიკობი ახლახან 101 წლის გახდა, ლორენ კოლმაიერი 98 წლისაა, მაქსინ კოული 97 წლის, დორის გრიფიტი 94 წლის, მარგარეტ ნორტონი 90 წლისაა და ელმი ჯენინგსი 88 წლისაა. ინტერვიუში ერთ-ერთმა დამ, მაქსინ კოულმა განაცხადა, რომ გინესის რეკორდზე განაცხადის შეტანის იდეა მის დისშვილს დინს, მისი უფროსი დის, ნორმას ვაჟს გაუჩნდა. ”მან უბრალოდ მიიჩნია, რომ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდით და საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა”, - განაცხადა ბებიამ. ![]() კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნათესავებს ასაკისა და წარმომავლობის დასადასტურებლად 100-ზე მეტი დოკუმენტის შეგროვება მოუწიათ, მათ შორის დაბადებისა და ქორწინების მოწმობები, სკოლის ატესტატები და ფოტოები. ![]() ”ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით და შევინარჩუნეთ შესანიშნავი ურთიერთობა. დროთა განმავლობაში ზოგიერთი სხვა ქალაქებში გადავიდა, მაგრამ ჩვენ მაინც შეანიშნავად ვურთიერთობთ, მუდმივად ვსაუბრობთ, ერთადაც კი ვმოგზაურობთ, ახლახან ვაშინგტონში ვიყავით”, - ამბობს რეკორდსმენი. საუბრისას, თუ როგორ შეძლეს მათ ამდენი წლის განმავლობაში ძლიერი კავშირის შენარჩუნება, ბებია აღზრდას, მშობლების გავლენას და რელიგიას ახსენებს. „ჩვენ გვასწავლეს ეკლესიაში სიარული, გვთხოვდნენ ვყოფილიყავით კეთილები, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ასე მოვიქცეთ“, განმარტავს კოული და დასძინა, რომ ის ძალიან მადლიერია რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 82 2-ს მოსწონს
|