საზოგადოება ქართველი მომღერალი ამერიკულ "ნიჭიერში" 2023, 2 მარტი, 21:16 ქართველი მომღერალი თათია კობალაძე " America ‘s Got Talent"-ში მიიღებს მონაწილეობას. მომღერალმა ონლაინ გაიარა შესარჩევი ტურები და ახლა უკვე ემზადება ამერიკაში გასამგზავრებლად.
თათიამ ბედი ქართულ კონკურსებშიც სცადა. "ჯეოსტარში" მის გამოსვლას წლების წინ საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა მარინა ბერიძის მხრიდან. ამის შემდეგ მან მონაწილეობა სცადა ქართულ "ვოისში" თუმცა არც ერთი მწვრთნელი არ შემოუბრუნდა. ვერც "საქართველოს ვარსკვლავში" შეძლო ფინალში მოხვედრა. მაგრამ საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად იღებს მონაწილეობას კონკურსებში და საკმაოდ წარმატებით. იმედია მის ტალანტს ამჯერად ამერიკაში დააფასებენ.
168 2-ს მოსწონს
|