x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ციხის ორ თანამშრომელს ერთი და იგივე პატიმარი შეუყვარდა, რის გამოც ორივე ციხეში მოხვდა
image


ელის ჰიბსი, ციხის ყოფილი მედდა ბრიტანეთის ქალაქ ბრიჯენდიდან, უელსი, ციხეში მოხვდა პატიმართან სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ.


ჰიბსი ურთიერთობდა პატიმარ ჰარი პულენთან, რომელსაც 2019 წელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის.


მოგვიანებით, დამნაშავე სხვა ციხეში გადაიყვანეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ პულენს დაწესებულების თანამშრომლებთან ჰქონდა ურთიერთობა.



როდესაც პულენი რიგით მესამე ციხეში გადაიყვანეს და უკვე გათავისუფლებისთვის ამზადებდნენ, სამედიცინო გამოკვლევის დროს სწორ ნაწლავში მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს, ამიტომ პატიმარს დამატებითი სასჯელი შეეფარდა.

image

მოგვიანებით სასამართლომ დაადგინა, რომ ჰიბსი არ იყო ციხის ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც ახლო ურთიერთობაში იყო პატიმართან.


მანამდე 25 წლის რუთ შმაილომ გააბა ურთიერთობა პულენთან, რის გამოც დააკავეს. შმაილოს საჯარო სამსახურში გადაცდომა და არასათანადო საქციელი დაედო ბრალად. ციხის ოფიცერი ბრალს უარყოფს. ის გირაოს სანაცვლოდ დროებით გაათავისუფლეს, მალე ის სასამართლოს წინაშე წარდგება.


image

გამოძიების დროს გაირკვა, რომ პულენი ჰიბსს მაშინ შეხვდა, როცა ციხეში სამედიცინო დახმარებას უწევდა, შემდეგ კი სოციალურ ქსელით დაუკავშირდა. ჰიბსმა სამსახური 2021 წლის ივლისში დატოვა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ დააკავეს და აღიარა, რომ პატიმართან ურთიერთობდა და ეფლირტავებოდა.

image

ციხის ყოფილ თანამშრომელს ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა.თუმცა ქალი ამტკიცებს, რომ მასსა და კრიმინლას შორის სექსუალური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა.

3
756
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
756
  
2023, 20 იანვარი, 22:35
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 17 იანვარი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 იანვარი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3