x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
აღიარებული სილამაზე – XX საუკუნის ყველაზე ლამაზი 10 ქალბატონი

ქალის სილამაზე სუბიექტური და უდავოა... და ყველა ქალს თავისი ხიბლი აქვს. კინოს, ტელევიზიის და მოდის ინდუსტრიამ მსოფლიო საზოგადოებას ბევრი ლამაზი ქალბატონი გააცნო, რომლებიც ყოველთვის ჩაითვლებიან ქალური სილამაზის ეტალონებად. ხოლო აქ, Gentleman journal–ის მიერ შედგენილ, გასული საუკუნის, ყველაზე ლამაზი ქალბატონების ათეულს წარმოგიდგენთ:


1. გრეის კელი — გასულ საუკუნეში, ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი ქალბატონი იყო მსოფლიოში. მან, 20 წლის ასაკში, სამსახიობო სამყაროში, ნამდვილი ფურორი მოახდინა და იქიდან მოყოლებული, მუდმივად წარმატებული იყო, ვიდრე 26 წლის ასაკში, მონაკოს პრინცს რენიე III გრიმალდის არ გაჰყვა ცოლად. გათხოვების შემდეგ, სამსახიობო კარიერა მიატოვა და საკუთარ თავზე მონაკოს პრინცესას მოვალეობები აიღო.image


2. სოფი ლორენი — იტალიელი ლამაზმანი, რომელმაც სამსახიობო კარიერა სილამაზის კონკურსში მონაწილეობით დაიწყო. მან 14 წლის ასაკში ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვა, ხოლო "მის იტალია – 1950"–ზე, "მის ელეგანტურობის" ტიტული მიიღო. ხოლო, კარლო პონტზე გათხოვების შემდეგ, საქვეყნოდ ცნობილი მსახიობი გახდა.image


3. ელიზაბეთ ტეილორი — ანგლო-ამერიკელი მსახიობი იყო, რომელმაც სახელი მშფოთვარე რომანებით გაითქვა. ის 8–ჯერ გათხოვდა, ხოლო სამსახიობო კარიერამ, მას მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონების სიაში მოხვედრის საშუალება მისცა.image


4. ბრიჟიტ ბარდო — ფრანგული კინოს ვარსკვლავია, რომელიც დღემდე სილამაზის და სექსუალურობის განსახიერებად რჩება. ამ წარმოუდგენელმა ქალბატონმა მხოლოდ მამაკაცების გულები კი არ მოიგო, 47 ფილმშიც ითამაშა და 70–ზე მეტი სიმღერა ჩაწერა.image


5. რიტა ჰეივორთი — პოპულარული მსახიობი იყო, რომელმაც 61 ფილმში ითამაშა, ხოლო მისი მოდა და სტილი, ირგვლივ ყველას ატყვევებდა.image


6. ჯეინ მენსფილდი — პოპულარული მსახიობი იყო, რომელმაც წარმატებას ჟურნალ Playboy–ში მისი ლამაზი ფოტოების წყალობით მიაღწია. image


7. ლორენ ჰატონი — მსოფლიოში ცნობილი მოდელი, რომელიც ხშირად ჩნდებოდა ჟურნალ Vоgye–ის გარეკანზე.image


8. სინდი კროუფორდიწარმოუდგენელი ქალბატონი. ის ბუნებამ ბრწყინვალე მონაცემებით დააჯილდოვა. სინდიმ მოდელობა ჩვიდმეტი წლის ასაკში დაიწყო და უდიდეს წარმატებას მიაღწია.image


9. მერლინ მონრო — ამერიკელი კინომსახიობი, მომღერალი და მოდელი. ის გასული საუკუნის 50–იან წლებში სექს–სიმბოლოდ აღიარეს. იყო ამერიკული კინოს საკულტო იმიჯი და თავისი ეპოქის ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი. 20 ფილმმა მისი მონაწილეობით, გაქირავებაში, 200 მლნ. დოლარი შეაგროვა (დღევანდელი კურსით, 2 მლრდ. 200 მლნ. დოლარი)image


10. მონიკა ბელუჩი — ულამაზესი იტალიელი ვარსკვლავი, რომელიც მსოფლიოს, თავისი გასაოცარი გარეგნობით, კვლავაც აღაფრთოვანებს. ის მხოლოდ ნიჭიერი მსახიობი კი არა, მოდელიც არის.image


P. S. რაც შეეხება XX საუკუნის ყველაზე ლამაზ მამაკაცს, ეს რა თქმა უნდა ალენ დელონია.


image


imageimageimageimage



0
1634
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0