x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ქალის სხეული, როგორიც ის ჯერ არ გინახავთ - ახალი რაკურსი
სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.



image



ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური კრიტერიუმიც კი, რაც ყველა მამაკაცს მოეწონება ქალში. ყველას საკუთარი გემოვნება და პრიორიტეტები აქვს, მაგრამ ერთადერთი, რაც მათ გემოვნებაში უცვლელი რჩება, ქალი უნდა იყოს მოვლილი.




მამაკაცების გაგებით, ქალის სილამაზე არის სხვადასხვაგვარი, ზოგ შემთხვევაში - კომპლექსური იმიჯი. მათი უმეტესობა გარკვეულ კრიტერიუმებს ანიჭებს უპირატესობას, გარკვეული არაესთეტიკური ნიშნები ქალის გარეგნობაში კი აძლევთ მათ საშუალებას, განიხილონ, როგორც უარყოფითი მხარეები.




როჯერ ვაისი არის შვეიცარიელი ფოტოგრაფი, რომელიც იაპონური ხელოვნების, კინცუგის დიდი გულშემატკივარია. კინცუგის მთავარი იდეა არის მოძველებული ან დაზიანებული ნივთების სიცოცხლის გახანგრძლივება მათი აღდგენით.


imageimage


კინცუგი მხოლოდ ხელოვნება არაა, ესაა მოძღვრება, რომელიც ადამიანებს აჩვენებს არასრულყოფილების სილამაზეს, გვასწავლის, რომ რამდენ ნატეხადაც არ უნდა დავიმსხვრეთ, ყოველთვისაა შესაძლებელი ჩვენი გამთლიანება, ხოლო ის, რაც ჩვენი ნაკლი გვგონია, ხშირად სხვებისგან გამოგვარჩევს და უნიკალურს გვხდის.



image


კინცუგიმ საფუძველი ჩაუყარა როჯერის ერთ-ერთ პროექტს. ფოტოგრაფი, ისევე როგორც ასობით კერამიკულ ფრაგმენტს, აერთიანებს მოდელების სურათების ფრაგმენტებს, რათა დაამსხვრიოს საზოგადოების მიერ ნაკარნახევი სილამაზის იდეალები.


მხატვარი თვლის, რომ მცირე არასრულყოფილება ქალს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და უნიკალურს ხდის. ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი დანახვა.





ქალის სხეული, როგორიც ის ჯერ არ გინახავთ - ახალი რაკურსი



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





იხილეთ აგრეთვე:




აი როგორია ქალის იდეალური სხეული +13image



0
275
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0