კინო
Wrong Turn 7 - მ ც დ ა რ ი მ ო ს ა ხ ვ ე ვ ი 7
2022, 15 თებერვალი, 13:02
საინტერესო ფაქტები


მხდარი მოსახვევის ეს ნაწილი არ არის დაკავშირებული არც ერთი წინა სერიასთან.

ეს არის ერთადერთი ნაწილი, რომელიც მართლაც რომ შეერთებულ შტატებშია გადაღებული. 1, 2 და 4 ნაწილები გადაღებულია კანადაში, ხოლო 3, 5 და 6 ნაწილები კი ბულგარეთში.

2003 წელს გადაღებული მცდარი მოსახვევის შემდეგ, ეს ნაწილი ერთადერთი სერიაა რომელიც მაყურებლემა კინოთეატრებში იხილა, დანარჩენი ყველა ნაწილი კი პირდაპირ ვიდეო გაქირავებაში გამოდიოდა.

როგორც ამ სერიის სცენარი, ისე 2003 წელს გადაღებული მცდარი მოსახვევის სცენარიც ალან მაკელროის ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა რომ ეს არის მცდარი მოსახვევის რიგით მეშვიდე ნაწილი, იგი არის რებუტი მცდარი მოსახვევის სერიების.

ეს არის მცდარი მოსახვევის ერთადერთი ნაწილი სადაც არ ფიგურირებენ კანიბალები/მუტანტები.

ფილმმა გამოიწვია როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შეფასებები, თუმცა მეტწილად მან უარყოფითი შეფასებები უფრო დაიმსახურა, რადგან ფილმს აღარ ჰქონდა ის ხიბლი რაც წინა სერიებში იყო მუტანტი-კანიბალების გამო.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ფილმმა არ გაამართლა ან ნაწილობრივ გაამართლა, თუმცა კომმპანიის ბოსებს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ღირს თუ არა ამ ფრანშიზის გაგრძელება.

ფილმის ბიუჯეტი:

1.3 მილიონი -

4.5 მილიონი.
ავტორი: ბესო ჭიკაიძე
შეგიძლიათ ნახოთ