სხვა როდის გამოჩნდა წმინდა გიორგი ქართულ დროშაზე და რატომ ჰგავდა ინგლისის ძველი დროშა დღევანდელ ქართულ დროშას 2021, 14 დეკემბერი, 1:20 ვექსილოლოგია დროშებისა და მისი წარმოშობის შესახებ შემსწავლელ დისციპლინას ვექსილოლოგიას უწოდებენ (ლათ. "ვეხილლუმ" - რომაელ ლეგიონერთა დროშა). აღნიშნულ დისციპლინას ეს სახელი უწოდა ამერიკელმა მეცნიერმა უიტნი სმიტმა 1958 წ. ![]() ვექსილოლოგია დროშის სამეცნიერო ანალიზის ყველა ასპექტს მოიცავს. დროშეი ერთიანობისა და ძალაუფლების სიმბოლოა. ყოველ მათგანს საკმაოდ რთული ბიოგრაფია აქვს. დროსებზე არსებული სიმბოლოები და დევიზები ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის მიხედვით იცვლება. დროშიდან შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის ამოკითხვა. დროშა თავისი შინაარსით არის: 1. სახელმწიფო 2. სამხედრო საზღვაო 3. სასიგნალო 4. სავაჭრო და სხვ. სამხედრო დროშა სამხედრო ნაწილის სიმბოლოა. იგი გაჩნდა ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებში: ინდოეთში, ჩინეთში და ა.შ. სამხედრო საზღვაო დროშა განსაზღვრავს სამხედრო ხომალდის ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილებას. იგი გაჩნდა ძველ რომში და დამკვიდრდა მე-16-18 სს-ში. საყოველთაოდაა ცნობილი მეკობრეთა შავი დროშა "მხიარული როჯერი" თავისა ქალითა და გადაჯვარედინებული ძვლებით, რომელიც შისის ზარს სცემდა ყველას. ![]() ძვ. წ. მე-2-1 სს-ის მიჯნაზე რომის სამხედრო და პოლიტიკურმა მოღვაწემ გაიუს მარიუსმა (დაახლ, ძვ წ 157-65) ჯარში შემოიღო მაუდის დროშები, რომლებიც რომაელი ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის ( ძვ. წ 59 - ახ წ. 17 წწ) აღწერით, ჰორიზონტალურ წანწლაზე დამაგრებული ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი იყო. დროშათა ამ სახეობას ეწოდა "ვექსილუმი". ![]() ![]() მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის (1189-1192) ერთ-ერთმა წინამძღოლმა ინგლისის მეფე რიჩარდ 1-ლმა ლომგულმა ( 1157-1195) წმინდა გიორგი თავის მფარველად აირჩია, ხოლო მისი ფარის ფერთა შეხამება თეთრი ფარი წითელი ჯვრით გადაიტანა ინგლისის დროშაზე. ასე გაჩნდა ბრიტანეთის დროშის საფუძველი თეთრი ტილო წითელი ჯვრით. ![]() 464 შეფასება არ არის |
ებით