x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ხელისუფლების ვალდებულება და ის, თუ რატომ არის შეუძლებელი ყველა ადამიანის გულის მოგება

აღმოსავლეთის ერთ ქვეყანას მეფე მართავდა, რომლის სიბრძნე იმდენად დიდი იყო, რომ მზის მაცოცხლებელი სხივებით ანათებდა მთელს სამეფოს. ქვეყანაში არავინ იყო მასზე ჭკვიანი და ვერავინ შეედრებოდა მას სიმდიდრეში. ერთხელ მეფესთან ვეზირი მივიდა დამწუხრებული სახით და უთხრა:


image


— დიდო მეფეო, შენ ყველაზე ბრძენი და ძლევამოსილი ხარ ქვეყანაში. შენს ხელშია სიცოცხლე და სიკვდილიც... როდესაც ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ვმოგზაურობდი, ვნახე, რომ ბევრი ადამიანი გაქებდა და გადიდებდა. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, შენზე ცუდს რომ ამბობდნენ, დაგცინოდნენ და შენი ბრძნული გადაწყვეტილებების გამო, ილანძღებოდნენ. როგორ შეიძლება, რომ ასეთი რამ ჩვენს სამეფოში ხდებოდეს?

მეფემ კი, შემწყნარებლურად გაიღიმა და უპასუხა:

— ისე, როგორც სამეფოში ყველამ, შენც იცი, საკუთარი ქვეშევრდომებისადმი ჩემი დამსახურების შესახებ. 7 პროვინცია მემორჩილება და ჩემი მმართველობის პირობებში, ყველა მათგანი მდიდარი და წარმატებული გახდა. ჩემი სამართლიანობის გამო, 7 პროვინციაში ვუყვარვარ და პატივს მცემენ. რა თქმა უნდა, შენ მართალი ხარ, მე ბევრი რამ შემიძლია. მაგ., შემიძლია ჩემი ქალაქების უზარმაზარი კარიბჭეების დახურვა ვბრძანო... მაგრამ, ჩემი ოპონენტების გაჩუმება ნამდვილად არ შემიძლია. და კიდევ, მთავარი ის კი არ არის, რომ ზოგიერთები ჩემზე ცუდს ლაპარაკობენ, არამედ ის, – რომ ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის სიკეთეს ვაკეთებ!


***


მამა, შვილთან და ვირთან ერთად, შუადღის სიცხეში, აღმოსავლეთის ერთ–ერთი ქალაქში მოგზაურობდა. მამა სახედარზე იჯდა, ხოლო მის მოზარდი ვაჟი ვირს უკან მიჰყვებოდა.

— საწყალი ბიჭი, — უცებ შემოესმათ მათ გამვლელის ხმა, — ბავშვი, თავისი პატარა ფეხებით, ვირს ძლივს ეწევა. როგორ შეგიძლია, ვირზე მშვიდად იჯდე, როდესაც ბიჭი ასე დაიღალა?

მამამ აღშბოთებული მამაკაცის სიტყვები გულთან ახლოს მიიტანა და როგორც კი, კუთხეში შეუხვიეს და ამ სიტყვების ავტიორს თვალთ მოეფარნენ, კაცი ვირიდან ჩამოვიდა და შვილს უთხრა, რომ ის დამჯდარიყო. მალე მათ სხვა ადამიანი შეხვდათ, რომელმაც ხმამაღლა დაიძახა:

— როგორ არ სცხვენია ამ ბიჭს?! ვირზე რომ წამომჯდარა სულთანივით, მისი საცოდავი, მოხუცი მამა კი, ვირს ძლივს ეწევა.

ბიჭს მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა ძალიან ეწყინა და მამას სთხოვა, ვირზე, მის უკან დამჯდარიყო.

— ხალხო კეთილო, ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? — ყვირილი დაიწყო გამვლელმა ქალბატონმა — რომ ცხოველს ასე აწამებდნენ?! საცოდავ ვირს უკვე ზურგი ჩაეღუნა, ხოლო ეს უსაქმურები მასზე ისე სხედან, თითქოს ეს საცოდავი არსება დივანი იყოს!

დარცხვენილ მამა–შვილს ისე, რომ ხმა არ ამოუღიათ, ვირიდან ჩამოვიდნენ და გზა გააგრძელეს. რამდენიმე ნაბიჯიც კი არ ჰქონდათ გადადგმული, რომ შემხვედრმა ადამიანმა მათი დაცინვა დაწყო:

— რა არის შენი ვირი არაფერს რომ არ აკეთებს? არანაირი სარგებლობა არ მოაქვს და ერთ–ერთ თქვენგანს, ზურგითაც არ ატარებს?

მამამ ვირს პირში თივის დიდი ულუფა ჩაუდო, შვილს მხარზე დაადო ხელი და უთხრა:

— რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თავად უნდა გადავწყვიტოთ ის, თუ რა უნდა ვაკეთოთ!


image

არხის სხვა სიახლეები:


10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა


სამოთხე ნარკომანებისთვის – ეპოქა, რომელშიც «მთავარი წამალი» ჰეროინი, ოპიუმი და მორფინი იყო


30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად


ჩაიწერეთ და სულ თან ატარეთ – სამყაროს 8 უნივერსალური კანონი


წარმატების ფორმულა ამერიკელი ბიზნეს–ტრენერისგან

0
103
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0