x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138508
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512179
გაერთიანდება ამერიკის და ევრაზიის კონტინენტები? მილიარდი წელი 40 წამში: კონტინენტების მოძრაობა (+ვიდეო)

image


გეოლოგებს ჯერ ვერ აუხსნიათ, თუ როდის და როგორ წარმოიქმნა ლითოსფეროს ფილები-ასე ვთქვათ, საძირკვლის ბლოკები, რომლისგანაც დედამიწის ქერქი შესდგება. მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ფილები გამუდმებით მოძრაობენ თერმული ენერგიის წყალობით.


image

დედამიწის ქერქი შედგება დიდი და მცირე ფილებისგან, რომლებიც გამუდმებით მოძრაობს იმასთან ერთად, რაც მის ზედაპირზეა

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ტექტონიკის მოდელი და მოახდინეს ბოლო მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის ქერქის დემონსტრირება. ეს ყველაფერი მოქცეულია 40 წამიან ვიდეოში.

პროფესორი დიტმარ მიულერი-"ანიმატორების" შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი, მიღებულ მოდელს ყველაზე სრულყოფილს უწოდებს.


imageასე იყო დაჯგუფებული ფილები და კონტინენტები მილიარდი წლის წინ

imageასეთ ფილებზე ვცხოვრობთ დღეს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ლითოსფერული ფილების და ტექტონიკური პროცესების წყალობით, ჩვენი პლანეტა ოდესღაც ვარგისი გახდა სიცოცხლისთვის. მასზე ჩამოყალიბდა კონტინენტები, ოკეანეები, სიღრმეებიდან ამოვიდა სასიცოცხლო ნივთიერებები, რომელმაც სტიმული მისცა ევოლუციას, ჩამოყალიბდა ტემპერატურა.

კაცობრიობის არსებობა დღემდე ფილების მოძრაობაზეა დამოკიდებული, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიო ოკენის დონეზე, მის დინებებზე და კლიმატზე, რომ არაფერი ვთქვათ ვულკანების ამოფრქვევაზე და მიწისძვრებზე. სხვა სიტყვებით, ტექტონიკა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პლანეტარული სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემაში. მისი შესწავლით გეოლოგებს იმედი აქვთ, რომ გაიგებენ, თუ რა გველოდება მომავალში გლობალური მასშტაბით. დღეს ერთი რამ ცხადია: სანამ ფილები და კონტინენტები განაგრძობენ მოძრაობას-დედამიწა ცოცხალია. შეწყვეტის შემთხვევაში მარსის, მკვდარი პლანეტის ბედი გველის.

2012 წელს, იელის უნივერსიტეტის გეოლოგების აზრით, თუ გავითვალისწინებთ ლითოსფერული ფილების მოძრაობას, 100 მილიონი წლის შემდეგ, თანამედროვე კონტინენტები გაერთიანდება ერთ გიგანტურ სუპერკონტინენტად, რომლის ძირითადი ნაწილი ამერიკა და აზია იქნება. ამაზია-ასე უწოდეს ახალ წარმონაქმნს.

ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა შეხვდება ევრაზიას დაახლოებით ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში-იტყობინებოდა როს მიტჩელის გამოკვლევების ერთ-ერთი ავტორი. ალტერნატიული ვერსიით კი, ამაზია არ იქნება ასეთი გიგანტური კონტინენტი. მას არ შეუერთდება ანტარქტიდა და ავსტრალია. ისინი ცალ-ცალკე დარჩება, თუმცა მიუახლოვდებიან ერთმანეთს. ცალკე იარსებებს სამხრეთ ამერიკაც.


image100 მილიონი წლის შემდეგ კონტინენტები ისევ შეერთდება

P.S.

ლითოსფერული ფილების თეორია თავის დროზე ანტიმეცნიერულად ითვლებოდა. ჯერ კიდევ 1910-1920 წლებში წამოაყენა თეორია ტექტონიკის შესახებ, გერმანელმა გეოფიზიკოსმა და მეტეოროლოგმა ალფრედ ვეგენერმა. თუმცა მისმა კოლეგებმა უარყვეს ეს ჰიპოთეზა, როგორც აბსურდული. მხოლოდ 1960-იან წლებში, დედამიწის ქერქის გაზომვების შედეგად დამტკიცდა, რომ ვეგენერი მართალი იყო და ფილები არა მარტო არსებობს, არამედ მოძრაობს კიდეც, წელიწადში 1 სმ. სიჩქარით. როგორც ხედავთ, ახლა შეგვიძლია თვალი მივადევნოთ მატერიკების მომთაბარე ცხოვრებას.





იხილეთ შემდეგი:




ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image

გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.


image



რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

image


რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად?

image


საოცარი ფოტოები, რომლებიც ცხოვრებას სხვა თვალთახედვით გვიჩვენებს

image


ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება

image


შიშისმომგვრელი ადგილები Google რუკებზე, რომლის ფოტოებმაც სოცქსელები მოიარა

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image



საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image









0
859
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
859