x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
12 ისტორიული ფაქტი, რომელიც შესაძლოა არც იცოდეთ
image


ჰიტლერი, მუსოლინი და სტალინი, სამივე მათგანი ნომინირებული იყო ნობელის მშვიდობის პრემიაზე.

საბედნიეროდ, არცერთი ამ არამშვიდობისმყოფელი მამაკაცის ნომინაცია არ წასულა შორს, მაგრამ ფაქტია, რომ ნობელის კომიტეტის წესების თანახმად, სოციალურ მეცნიერებათა, ისტორიის, ფილოსოფიის, სამართლისა და თეოლოგიის პროფესორებს და ნებისმიერ მოსამართლეს, ან ეროვნულ კანონმდებელს შეუძლია დაასახელოს ის, ვინც მათი აზრით, იმსახურებს ამ პრემიას.





image


პირველი 1 დოლარიანი კუპიურა გამოიცა 1862 წელს, სამოქალაქო ომის დროს და მასზე აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონი, არ იყო გამოსახული. ამ ვალუტაზე, პირველად სალმონ ჩეისი გამოჩნდა, რომელიც მაშინდელი ხაზინის მდივანი და ასევე ქვეყნის პირველი საბანკო კუპიურების დიზაინერი იყო.





image


რიჩარდ ნიქსონი, შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტი (ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა დატოვა), სინამდვილეში, უაღრესად ნიჭიერი მუსიკოსი იყო. იგი ფორტეპიანზე, საქსოფონზე, კლარნეტზე, აკორდეონზე და ვიოლინოზე უკრავდა.






image


საინტერესოა, რომ ჯორჯ ვაშინგტონი დღემდე ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც არ ცხოვრობდა თეთრ სახლში, რადგან ამ დროს შენობა მშენებლობის პროცესში იმყოფებოდა. ასე რომ, ჯონ ადამსი გახლდათ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობდა.





image


აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი, ლიცენზირებული ბარმენი იყო. მან, 1833 წელს, თავის მეგობართან უილიამ ფ. ბერისთან ერთად, ნიუ სალემში, ილინოისის შტატში, გახსნა ბარი სახელწოდებით "ბერი და ლინკოლნი". თუმცა, იგი მალევე დაიხურა, იქიდან გამომდინარე, რომ ალკოჰოლიკმა ბერიმ, ბარის მარაგის უმეტესი ნაწილი თავად მოიხმარა.





image


ჟანეტ რანკინი პირველი ქალი იყო, რომელიც 1916 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შეუერთდა. ეს კი მოხდა ოთხი წლით ადრე, სანამ ქალები საერთოდ ხმის მიცემის უფლებას მიიღებდნენ. მე-19 შესწორება, რომელიც ქალებს ხმის მიცემის უფლებას აძლევდა, 1920 წლის 18 აგვისტოს მიიღეს.





image


ერთხელ, ცნობილ დამპყრობელს ნაპოლეონ ბონაპარტს, რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, კურდღლები დაესხნენ თავს. საქმე იმაში გახლდათ, რომ იმპერატორმა მოითხოვა კურდღელზე ნადირობა მოეწყოთ, რისთვისაც მისმა შტაბის უფროსმა 3000 კურდღელი შეკრიბა. როდესაც ისინი გალიიდან გაათავისუფლეს და ნადირობა უნდა დაეწყოთ, კურდღლებმა შეუჩერებელი შეტევა განახორციელეს ბონაპარტისა და მისი თანმხლები მამაკაცების მიმართ.


ჩვენ კი, გვასწავლეს, რომ ვატერლოო იყო დამპყრობლის უდიდესი დამარცხება...





image


მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასე გვჯეროდა, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, კლეოპატრა VII (ეს მისი ოფიციალური სახელია), ეგვიპტეში არ დაბადებულა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, კლეოპატრა ბერძენი იყო. იგი ალექსანდრე მაკედონელის გენერლის, პტოლემეოსის შთამომავალი გახლდათ.





image


რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, აშშ-ის 36-ე პრეზიდენტმა, ლინდონ ბეინს ჯონსონმა, ინტერვიუ მისცა აბაზანიდან, ტუალეტის გამოყენებისას. პრეზიდენტის ბიოგრაფი, დორის კერნს გუდვინი, ასე აღწერს შემთხვევას: "მას უბრალოდ არ სურდა საუბრის შეწყვეტა."





image


დიახ, რომის ბრენდის სახე რეალურად არსებობდა. ის იყო უელსელი ბიჭი, რომელიც 1660-იან და 1670-იან წლებში, ინგლისელებთან ერთად იბრძოდა ესპანელების წინააღმდეგ, კარიბის ზღვის აუზში. მისი პირველი სახელი იყო ჰენრი და ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის რაინდი გახლდათ. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ეს იყო დაახლოებით 1635 წელს. ის გარდაიცვალა იამაიკაში 1688 წელს, როგორც ჩანს, ძალიან მდიდარი.





image


როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხართ, შეიძლება დაკარგოთ ხმა, პოპულარობა, მხარდაჭერა, გოლფის ბურთი... მაგრამ არასოდეს არ უნდა დაკარგოთ ბარათი, რომელიც ინახავს ბირთვული თავდასხმის განსახორციელებლად საჭირო კოდებს. სწორედ, ეს აღნიშნული ბარათი ჰქონდა დაკარგული აშშ-ის 42-ე პრეზიდენტს, ბილ კლინტონს, რამდენიმე თვის განმავლობაში.





image


ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის ბოლომდე, კეტჩუპი არ იყო პოპულარული როგორც საწებელი. 1834 წელს, ოჰაიოს ექიმმა ჯონ კუკმა, იგი გაყიდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემის მოსაგვარებელ საშუალებად.










0
830
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0