x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ეტიკეტის ელემენტარული წესები, რომელთა ცოდნაც ყველასათვის სავალდებულოა
image

ქცევის წესების ცოდნა სავალდებულოა თითოეული ადამიანისთვის, რადგან ამით გამოიხატება პატივისცემა საზოგადოებისა და საკუთარი თავის წინაშე. გთავაზობთ რამდენიმე წესს, რომლის ცოდნაც ყველასათვის აუცილებელია.

1. არასდროს მიხვიდეთ სტუმრად წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

2. არასოდეს დატოვოთ ქოლგა გაშლილ მდგომარეობაში სტუმრად, ან სამსახურში ყოფნისას.

3. ნუ დაიდებთ ჩანთას მუხლებზე ან მაგიდაზე. თუ ჩანთა ძალიან პატარაა, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ დადოთ ის მაგიდაზე.

4. მამაკაცმა არასდროს არ უნდა ატაროს ქალის ხელჩანთა, მის პალტოს კი მხოლოდ იმისთვის იღებს, რათა ის გასახდელამდე მიიტანოს.

5. სახლისათვის განკუთვნილ ტანსაცმელს მიეკუთვნება შარვალი, სვიტერი და მოსახერხებელი ტანსაცმელი. დაიმახსოვრეთ, რომ ხალათსა და ღამის საცვლებს თავისი დანიშნულება გააჩნია და ერთი აბაზანიდან გამოსვლისას გამოიყენება, მეორე კი საწოლში ჩასაცმელად.

6. იმ მომენტიდანვე, როცა თქვენი შვილი წამოიზრდება და ცალკე ოთახს დაუთმობთ, მასთან შესვლისას, კარზე ყოველთვის დააკაკუნეთ. ამ შემთხვევაში, ისიც ასე მოიქცევა და თქვენს საძინებელში შემოსვლამდე ყოველთვის დააკაკუნებს.

7. თუ თქვენ წარმოთქვამთ ფრაზას - "მე თქვენ გეპატიჟებით", ეს ნიშნავს, რომ თანხას თქვენ იხდით, ხოლო სხვა ფორმულირებით ნათქვამი ფრაზა - "მოდი, შევიდეთ რესტორანში" ნიშნავს, რომ თითოეული თავისას იხდის და მხოლოდ მაშინ, თუ მამაკაცი ქალს თანხის გადახდას შესთავაზებს, ქალბატონს შეუძლია ამაზე დათანხმდეს.

8. მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, მაგრამ იქიდან პირველი ის გამოდის, ვინც უფრო ახლოს დგას კართან.

9. მანქანაში ჩასხდომისას, მამაკაცმა ყოველთვის უნდა გაუღოს ქალბატონს კარი. ასევე, ხელი გაუწოდოს გადმოსვლაში დასახმარებლად. დღეს ეს ასე არ არის, თუმცა მიჩნეულია, რომ ქალბატონი მანქანაში უკან უნდა იჯდეს. თუ მანქანას სხვა მართავს, მამაკაცი მასთან ერთად უნდა დაჯდეს უკანა სავარძელზე.

10. ყველას გასაგონად იმის თქმა, რომ თქვენ დიეტაზე ხართ, სულელური და არაეთიკური ნაბიჯია.

11. არასდროს ისაუბროთ საზოგადოებაში, თუნდაც მეგობრებთან ერთად შეკრებისას პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ჯანმრთელობასა და ფულზე. თუ ერთ-ერთზე მაინც რაიმეს გკითხავენ, დაბალი ხმით უპასუხეთ, რომ თქვენ, ამაზე საუბარი არ გსურთ.

12. ყველა ადამიანს, რომელიც 12 წელს ზემოთ არის, მიმართეთ თქვენობით, სანამ მისგან არ მიიღებთ შენობით ლაპარაკის ნებართვას.

13. კინოსა და თეატრში, სკამების რიგში გავლისას, პირით მჯდომარე ადამიანისკენ უნდა იყოთ. ადგილის ძებნისას კი, წინ მამაკაცი მიდის.

14. როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხართ, არ დადოთ სმარტფონი მაგიდაზე. ამგვარი საქციელით თქვენ აჩვენებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს მოწყობილობა და რამდენად არ გაინტერესებთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე საუბარი.

15. არ ღირს გოგონა დაპატიჟოთ პაემანზე და ამის შესახებ სმს-ით შეატყობინოთ.

16. თუ ვინმესთან ერთად მიდიხართ და თქვენი თანამგზავრი გამვლელ ნაცნობს მიესალმა, თქვენც გმართებთ იგივეს გაკეთება.


17. ბევრი მიიჩნევს, რომ სუშის ჭამა მხოლოდ ჩხირებით შეიძლება, თუმცა, მამაკაცებს ქალებისგან განსხვავებით უფლება აქვთ ის ხელით მიირთვან.

18. ქუჩაში მამაკაცი ქალბატონის მარცხნივ უნდა იდგეს. გამონაკლისები არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მზად უნდა იყვნენ სამხედრო სალმის მისაცემად.

19. ფეხსაცმელები მუდამ სუფთა უნდა გქონდეთ.

20. თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ ღირს ანალოგიური უხეშობით პასუხის გაცემა და მით უმეტეს ხმის აწევა - არ დაეშვათ მის დონემდე. გაიღიმეთ და გაეცალეთ უზრდელ ადამიანს.

21. მძღოლებმა უნდა იცოდნენ, რომ მოძრაობისას გამვლელებისთვის ტალახის შეშხეფება ნამდვილი უკულტურობაა.

22. ქალის თანდასწრებით, მამაკაცები მხოლოდ ნებართვის შემდეგ ეწევიან.

23. ვინც არ უნდა იყოთ და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ, შენობაში შესვლისას პირველი ესალმებით თქვენ.

24. სჯობს გამოიყურებოდეთ არამოდურად და მოხდენილად, ვიდრე პირიქით.

25. თუ ბოდიშის მოხდის შემდეგ გაპატიებენ, მეორედ აღარ სთხოვოთ, ან ჰკითხოთ, ნამდვილად გაპატიეს თუ არა.

26. ხმამაღლა საუბარი, სიცილი და ვინმესთვის ხშირად ცქერა უბრალოდ შემაწუხებელია.

27. ნუ დაგავიწყდებათ გარშემომყოფებისთვის მადლობის გადახდა ნებისმიერი სიკეთის, თუ კარგი ქმედებისათვის.





1
278
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
278
  
2021, 7 ივლისი, 10:22
კარგი და საჭირო სტატიაა. ნეტავ ამის ნახევარს მაინც ასრულებდნენ.
0 1 1