x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მოდის 10 ხრიკი, რომელსაც სარა ჯესიკა პარკერი 80-იანი წლებიდან დღემდე იყენებს (+ფოტოები)
image


ბუნებრივია, რომ სარა ჯესიკა პარკერის შეხედვისთანავე, თვალწინ, კერი ბრედშოუ, სარა სანდერსონი და ათწლეულების განმავლობაში მის მიერ განსახიერებული სხვა გმირები წარმოგვიდგება. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ნამდვილი სარა ჯესიკა პარკერი ძალიან ჰგავს მის ეკრანულ სახეებს, განსაკუთრებით კი, მოდის ასპექტში.

პარკერი, თავისი სტილით, მუდამ ახდენს გავლენას მოდის ტენდენციებზე. ავიღოთ, თუნდაც, ის ფაქტი, რომ უმალ მოირგეს მისმა თაყვანისმცემლებმა Babydoll - ის ისეთივე ფეხსაცმელი, როგორიც მსახიობს ეცვა. ასევე, მეტად პოპულარული აქსესუარი გახდა, კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში, პარკერის მიერ შექმნილი, ჯაჭვის დეტალით გაწყობილი პირბადეები.

ყველასათვის ცნობილია სარა ჯესიკა პარკერის საოცრად მრავალფეროვანი და თამამი ჩაცმის სტილი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მსახიობს რამოდენიმე ხრიკი აქვს იმისათვის, რომ ყოველთვის მოდურად გამოიყურებოდეს. ეს დეტალი არც მას გამორჩებოდა, ვისაც პარკერი მუდმივად ყურადღების ცენტრში ჰყავს.


გაგაცნობთ, სარა ჯესიკა პარკერის მოდურობის 10 ხრიკს, რომელზეც ტენდენციების ცვლილება გავლენას ვერ ახდენს:


1. შავი პიჯაკი

ბიუსტჰალტერთან, ჯინსებთან, კაბასთან - პარკერმა იცის, რომ გარდერობში შავი პიჯაკის ქონა, ყოველთვის გონივრული ინვესტიციაა. გაზვიადებული არ იქნება იმის თქმა, რომ იგი ყველა ლუქს უხდება.

image

2. ყელსაბამი

პარკერმა იცის, რომ ყელსაბამი ის დეტალია, რომელსაც შეუძლია სულ უბრალო სამოსიც კი თვალისმომჭრელი გახადოს. ამიტომ, მსახიობი ამ აქსესუარს ატარებს, როგორც ოფიციალურ ღონისძიებებზე, ისე ყოველდღიურ სამოსთან.

image


3. კომბინიზონი

ყველა ნამდვილად არაა კომბინიზონის მოყვარული. თუმცა, პარკერს შეუძლია მშვენიერი განწყობა შეიქმნას მასთან სხვადასხვანაირი პიჯაკების, ქუდების, სპორტული, ან ქუსლიანი ფეხსაცმლის შეხამებით.

image



4. წინდები

ყოველდღიურად, სარა ჯესიკას ჩაცმულობის განუყრელი დეტალია გრძელი წინდები, რომელზეც შეუძლია მოირგოს, როგორც სპორტული, ისე კლასიკური ფეხსაცმელი. რაც შეეხება წინდების სხვადასხვანაირ პრინტს, მსახიობი მას აკეცილი შარვლის დახმარებით აჩენს.

image



5. ქუდი

პარკერს აქვს მარტივი ხრიკი, თუ როგორ გამოიყურებოდეს მოდურად და საინტერესოდ, სულ უბრალო და სადა შავ ქურთუკში. იგი, ასეთ სამოსთან ერთად, მუდამ ატარებს ნაქსოვ, კონუსისებრი ფორმის ქუდებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, პრინტითაა გაწყობილი. ამ აქსესუარს იგი წლებია არ ღალატობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება ზამთრის ცივ დღეებში.

image



6. პრინტების შერევა

ის, რაც ნამდვილად არის სარა ჯესიკა პარკერის სტილის დამახასიათებელი ნიშა, სხვადასხვანაირი პრინტით გაწყობილი სამოსის შერევაა. მის ჩაცმულობაში ხშირად ნახავთ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფერის, კოპლებიანი, კუბოკრული, თუ ყვავილებიანი ტანსაცმლის უცნაურ კომბინაციებს. ასეთი სტილი, შესაძლოა არასერიოზულადაც გამოიყურებოდეს, თუმცა, მსახიობი ყოველთვის ახერხებს იყოს ყველაზე მოდური მასში.

image



7. ფეხსაცმელი

აღმოჩნდა, რომ ისევე, როგორც კერი ბრედშოუს გმირს, პარკერსაც ძალიან უყვარს თვლებით გაფორმებული, ბრტყელქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც თითქმის ყველანაირ ლუქთან ირგებს. აღსანიშნავია, რომ ძირითადად, სწორედ ასეთივე დიზაინის ფეხსაცმელები მოიცავს მისივე შექმნილ კოლექციასაც.

image



8. მოკლე სტილის ჯინსი

პარკერმა იცის, რომ მოკლე სტილის ჯინსის შარვალს შეუძლია ფეხი უფრი გრძელი გამოაჩინოს. ასე რომ, თუ მკერავთან წასვლა დაგეზარათ, შეგიძლიათ უბრალოდ, კოჭს ზემოთ აიკეცოთ ჯინსი და პრობლემაც მოგვარებულია.

image



9. გამაშები

გამაშები სულაც არაა მხოლოდ სავარჯიშო ტანსაცმელი. წლების მანძილზე, მას ძალიან მოხერხებულად იყენებს პარკერი მრავალფეროვანი ლუქის შესაქმნელად. იგი უხდება, როგორც ტოპებს, ისე სვიტერებს და დიდი ზომის მაისურებს. 2021 წლის თებერვალში, მსახიობი საკუთარ ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობის დროს, პრინტიან გამაშებში დააფიქსირეს, რომელიც კაბის ქვეშ ეცვა. ეს მშვენიერი ხრიკია იმისთვის, რომ ერთი და იგივე სამოსი გამოგადგეთ, როგორც ზაფხულში, ისე ზამთრის ცივი და მოსაწყენი დღეების გასახალისებლად.

image



10. შავი კაბა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხრიკი: როცა გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ჩაიცვათ, იცოდეთ, გრძელი, ან საშუალო სიგრძის შავი კაბა, ყველანაირ სიტუაციაში გამოდგებათ. სარა ჯესიკა პარკერმა, არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე მოგვტაცა თვალი სხვადასხვა სამკაულით დამშვენებული შავი კაბებით, არამედ ქალაქის ქუჩებშიც ხშირად შეუნიშნავთ ამგვარი ლუქით.

image





ასევე დაგაინტერესებთ:


პრინცესა დაიანას 15 ლუქი, რომელიც 2021 წელს კვლავ დაბრუნდა (+ფოტოები)

image






0
462
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0