შოუბიზნესი მადონამ ახალგაზრდა ქალიშვილს სხეული "მოპარა" 2021, 19 აპრილი, 9:57 ცოტა ხნის წინ, ავსტრალიელმა ამელია გოლდიმ, შემთხვევით მადონას ალბომის რეკლამაში თავისი ფოტო ნახა, თუმცა მომღერლის თავით. 2015 წლის 1 მაისს, მადონამ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა თავისი ალბომის Rebel Heart-ის მხარდასაჭერად, სურათის ქვეშ მიწერილი იყო: "მაგრად გამოვიყურები" და არცერთი სიტყვა ფოტოშოპზე. რამდენიმე წლის შემდეგ, 28 წლის ამელია გოლდიმ შემთხვევით ნახა ეს სურათი და გაკვირვებული დარჩა: მასზე ხომ მისი ტანი იყო გამოსახული ძველი სურათიდან, თავი კი რატომღაც მადონასი იყო. მარცხნივ-მადონა, მარჯვნივ-ამელია გოლდი"თავდაპირველად ვიფიქრე რომ ეს ხუმრობა იყო-ამბობს ამელია-მაგრამ მალე გავიგე, რომ ეს ასე არ იყო, ფოტო ხომ მომღერლის ოფიციალურმა აქაუნთმა გამოაქვეყნა". გოგონა წარუმატებლად ეცადა მადონას წარმომადგენლებთან დაკავშირებას, ამიტომ ამის შესახებ უბრალოდ TikTok-ზე მოყვა, რამაც ძალიან მალე ორი მილიონი ნახვა მოაგროვა. მარცხნივ-ამელია გოლდი, მარჯვნივ-მადონაარც მადონას, არც მის მენეჯერებს, აქამდე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ინტერნეტში გაჩნდა ხუმრობები მადონაზე: "მისი ახალგაზრდობის რეცეპტი-სხვისი სხეულის მოპარვა და ახალგაზრდა ქალიშვილის სისხლის დალევაა", "ნორმალური ფოტოშოპი მაინც გაეკეთებინა!" მარცხნივ-მადონა, მარჯვნივ-ამელია გოლდიმადონაეს საინტერესოა:მადონა, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მილიონერები, რომელთა სიძუნწეზეც ლეგენდები დადის მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე 178 7-ს მოსწონს
|