საბუნებისმეტყველო ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ 2021, 2 მარტი, 10:05 ჩინეთში, პროვინცია ჰუნანში, ბუნების ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ტიანმენის მთა მდებარეობს. სწორედ აქ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი გამოქვაბული სახელწოდებით "ზეციური კარიბჭე". ტიანმენის მთის სიმაღლე მეცნიერების მიერ დიდი სიზუსტით იქნა გაზომილი და იგი 1518, 8 მეტრს შეადგენს. მთის და მისი შემოგარენის თვალწარმტაცი ხედები დიდებული და ზღაპრული თაღით გვირგვინდება.
ეს, ასე ვთქვათ, ხვრელი კლდეში ადრეულ წარსულში წარმოიქმნა და მიზეზი სულაც არ არის მთის ქანების ეროზია ან ათასწლეულების მანძილზე წყლის ნაკადების მიერ კლდეების გამორეცხვა. ჩინელების უძველესი ქრონიკებიდან დანამდვილებით არის ცნობილი, რომ თაღი წარმოქმნილია მიწისძვრის შედეგად: რყევების შემდეგ კლდეს უბრალოდ მოსტყდა დიდი ნაწილი და წარმოიშვა გიგანტური ხვრელი სიმაღლით 131, 5 მ. ეს თაღი იმდენად ლამაზი და დიდებულია, რომ დამსახურებულად აქვს მიღებული სახელწოდება "ზეციური კარიბჭე". თაღთან მისასვლელად, რომელიც მთის მწვერვალზე მდებარეობს, 999 მისტიკური საფეხური უნდა აიაროთ. ეს ციფრი დაოსის ფილოსოფიაში უმაღლეს ციფრად და იმპერატორის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის დიდი ხანია არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ თვითონ მთას და მის ზეციურ კარიბჭეს ერთგვარი მისტიური ძალა გააჩნია. მე-20 საუკუნეში, აქ ნამდვილად უჩვეულო მოვლენა მოხდა: მთის მწვერვალიდან, აუხსნელი მიზეზებით, წყლის ძლიერი ნაკადები წამოვიდა. ჩანჩქერები 1500 მეტრის სიმაღლეზე წარმოიქმნა, მხოლოდ 15 წუთი იარსება, და ასევე უცბად გაქრა (აღსანიშნავია, რომ მთის მწვერვალზე არ არის თოვლი). საინტერესოა, რომ მსგავსი უცნაური შემთხვევები ჩინეთისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს "ემთხვევა". ასე, მაგალითად, ჩანჩქერი გაჩნდა 1949 წელს, როცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეიქმნა. ასევე ჩანჩქერები დაფიქსირდა მაო ძედუნის სიკვდილის და ძლიერი წყალდიდობის დროსაც, 1998 წელს. ამიტომ ცრუმორწმუნე ჩინელები ამას უბრალო "დამთხვევებს" არ მიაწერენ. გარდა ამისა, ჩინეთში ძალიან პოპულარულია მითი იმის შესახებ, რომ ტიანმენის მთებში, მინის დინასტიის აურაცხელი სიმდიდრეა გადამალული. ასწლეულების მანძილზე განძის მაძიებლები გულმოდგინედ და გამუდმებით ეძებენ აღნიშნულ განძს, მაგრამ დღემდე ვერავინ მიაგნო. იმისთვის, რომ ტიანმენის მთაზე მოხვდეთ, ძალიან რთული გზა უნდა გადალახოთ. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი, მაღალი და შიშისმომგვრელი საბაგირო გზა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. მისი საერთო სიგრძე 7, 5 კმ.-ია.
მათთვის, ვინც საბაგიროს ფეხით ასვლას ამჯობინებს, ნამდვილი აღმოჩენა იქნება გზა ტუნტიანი ანუ გზა 99 მოსახვევით. 11 კმ.-ის ტრასა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ციცაბო მთის სერპანტინს მსოფლიოში და რასაკვირველია საბაგიროსგან განსხვავებით რთულია და ხანგრძლივი.
ლეგენდის თანახმად, ადამიანი რომელიც მთის მწვერვალზე მდებარე "ზეციური კარიბჭის" თაღთან მიმავალ 999 საფეხურს აივლის, ღმერთს უახლოვდება. იხილეთ ასევე:მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ. ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი) ტაძარი, რომლის მონახულებაც საკმაოდ სარისკოა (ნაწილი მეორე) 692 6-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge

Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge