x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139084
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512604
ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image

გასულ კვირას, 72 წლის ფრანგ მსახიობს, რომელსაც უკვე რვა წელია რუსეთის მოქალქეობა აქვს, ისევ წაუყენეს ბრალდება სექსუალურ ძალადობაში, იუწყება გამომცემლობა AFP. 2018 წლის ზაფხულში დეპარდიემ იძალადა მსახიობზე, რომელიც იმ მომენტისთვის 22 წლის იყო, თვითონ კი 69 წლის. გოგონას ვინაობა არ ხმაურდება. გაზეთ Le Parisien-ი აღნიშნავს, რომ ჟერარ დეპარდიე და გოგონას მამა კარგი ნაცნობები იყვნენ და დეპარდიემ ახალგაზრდა მსახიობს კარიერულ წინსვლაში დახმარება შესთავაზა. მან რამდენიმეჯერ მიიწვია იგი თავის სახლში, პარიზში, ახალ როლზე სარეპეტიციოდ, და ორჯერ იძალადა მასზე, 7 და 13 აგვისტოს. ანონიმურმა წყარომ მასმედიასთან აღნიშნა, რომ "მათ შეხვედრებში არაფერი იყო პროფესიონალური." ორი კვირის შემდეგ გოგონამ პირადად შეიტანა განცხადება პოლიციაში და დაიწყო გამოძიება.

image

თავისი ადვოკატის მეშვეობით, ჟერარ დეპარდიემ უარყო ყველა ბრალდება. "სამწუხაროა, რომ საქმე გახმაურდა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ჟერარ დეპარდიეს რეპუტაციას. დარწმუნებული ვარ, მისი უდანაშაულობა დამტკიცდება", განაცხადა იურისტმა, ერვე ტემიმემ. 2019 წლის ივნისში, საფრანგეთის პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო და განაახლა მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში, დაზარალებულის განმეორებითი ჩივილის გამო. 16 დეკემბერს, პროკურატურამ ოფიციალური ბრალდება წაუყენა მსახიობს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. თვითონ დეპარდიე მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისუფლებაზეა, თუმცა სასამართლოს მეთვალყურების ქვეშ იმყოფება.

imageჟერარ დეპარდიე მოსკოვში, 2018 წელი

აღსანიშნავია, რომ ჟერარ დეპარდიე ცნობილია თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით. 26 წლის მსახიობი დაქორწინებული იყო ელიზაბეთ გინიოზე. მათ ორი შვილი ჰყავთ-ვაჟიშვილი გიიომი, და ქალიშვილი ჟიული.

image დეპარდიეს მეუღლე-ელიზაბეთ გინიო

შემდეგ მას რამდენიმე რომანი ჰქონდა. მისი პასიების რიცხვში არიან-სენეგალელი მოდელი და მსახიობი კარინ სილლა; ფრანგი (წარმოშობით კამბოჯელი) ელენ ბიზო, ცნობილი კხმერი ბუდისტის, ფრანსუა ბიზოს ქალიშვილი; კეროლ ბუკე და მწერალი კლემენტინა იგო. ოფიციალურად მან სცნო ორი უკანონო შვილი: ქალიშვილი როქსანა-კარილ სინასგან და ვაჟიშვილი ჟანი-ელენ ბიზოსგან. თვითონ დეპარდიეს განცხადებით, მას 20 შვილი ჰყავს 10 სხვადასხვა ქალისგან.

imageკარინ სილა
imageკეროლ ბუკე
image

ელენ ბიზო
image
ახალგაზრდა ჟერარ დეპარდიე





ნახეთ ასევე:





რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image


ცნობილთა ქორწილების ფოტოები


image


როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები

image


კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში

image


სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული ცნობილ სახეებს

image


ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან

image


ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ

image


გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image














0
211
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0