x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139101
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
მსოფლიოს 7 ულამაზესი ტბა
image


მსოფლიოში 117 მილიონზე მეტი ტბაა. თუმცა ყველა მათგაის ჩამოთვლა შეუძლებელია. ვნახოთ განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული ექვსი მათგანი.





1. ლაგუნა-კოლორადა, ბოლოვია

image



ლაგუნა-კოლორადა არაღრმა მარილიანი ტბაა ბოლივიაში.


ტბა მოიცავს ბურას (მინერალი) კუნძულებს. მათი თეთრი ფერი ერწყმის ტბის წითელ წყალს, რომელიც განპირობებულია მინერალებითა და წყალმცენარეების პიგმენტაციით. [wiki]


მისი სიღრმე მხოლოდ 1.5 მეტრია.






2. კომოს ტბა, იტალია

image


იტალიაში ულამაზესი ტბებია, რის გამოც, შეგიყვარდებათ ეს ქვეყანა.


კომოს ტბა იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი ტბაა. ეს ტბა ევროპის სიღრმეში მეხუთე ტბაა და იქიდან საოცარი პანორამული ხედი იშლება ალპებისა და მიმდებარე სოფლების.






3. პეოეს ტბა, ჩილე პატაგონია

image


პეოეს (Pehoé) ტბა არის ზედაპირული წყლის ობიექტი, რომელიც მდებარეობს ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკში, სამხრეთ ჩილეში, მაგალანის რეგიონში. გარშემორტყმული მთებითა და სუფთა წყლებით.


თუკი ჩილეში მოხვდებით, ეს ტბა აუცილებლად უნდა ნახოთ.






4. უაკატიპუს ტბა, ახალი ზელანდია

image

ახალი ზელანდია ცნობილია თავისი საოცარი ბუნებითა და პეიზაჟებით. უაკატიპუს ტბა მდებარეობს ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე და გარშემორტყმულია მთებით.

სიგრძით 80 კმ, ის ახალი ზელანდიის უგრძესი ტბაა.






5. ბაიკალის ტბა, რუსეთი

image

იგი ცნობილია, როგორც ყველაზე სუფთა და უძველესი ტბა მსოფლიოში. ბაიკალის ასაკი 25–30 მილიონ წლამდეა შეფასებული, რაც მას უძველეს ტბად აქცევს გეოლოგიის ისტორიაში.


ბაიკალის ტბა სამხრეთ ციმბირში. ზამთარში ტბა გაყინულია და ქმნის ულამაზეს პეიზაჟებს. 1996 წელს იუნესკომ ტბა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.





6. პიჩოლას ტბა, ინდოეთი

image

პიჩოლას ტბა არის მტკნარი წყლის ხელოვნური ტბა, რომელიც შეიქმნა ჩვენი წელთაღრიცხვის 1362 წელს. მას სახელი უწოდეს უდაიპურში მდებარე სოფელ პიჩოლში. უდაიპურის მიმდებარე ტბები, პირველ რიგში, კაშხლების აშენებით შეიქმნა ქალაქის და მისი უბნების სასმელი წყლისა და სარწყავი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.







7. მორეინის ტბა, კანადა

image


მორეინის ტბა არის მყინვარული ტბა ბანფის ეროვნულ პარკში, კანადის კლდოვან მთებში, ულამაზეს ხეობაში.


ის მდებარეობს ათი მწვერვალის ხეობაში, დაახლოებით 1, 884 მ სიმაღლეზე. როდესაც ის სავსეა, განსაკუთრებული სანახავია - რომელსაც დაკრავს, ლურჯი-ლაჟურული ლურჯ ჩრდილი.


ბევრი ადამიანი მორეინის ტბას სტუმრობს თევზაობის, ლაშქრობისთვის ან უბრალოდ დასასვენებლად.

0
158
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0