x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალურობის 7 გზა, რომელიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს
რაზეა ქალი წამსვლელი იმისათვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს და მიიპყროს მისი ყურადღება? ყველაფერზე! მკაცრი დიეტები, მტკივნეული კოსმეტიკური პროცედურები, კოლოსალური თანხების ხარჯვა პარფიუმერიაში და ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ქალებს მართლა შეუძლიათ გაიღონ მიზნისთვის.


image


მიმზიდველობა მხოლოდ გარეგნული ნიშანი როდია, ის ასევე ხასიათის თვისებაა. როგორ ვიქცევით საზოგადოებაში, როგორ ვსაუბრობთ, როგორ ვიყენებთ ჟესტებს, როგორ ვრეაგირებთ გარკვეულ რაღაცებზე - ეს ყველაფერი კი მიმზიდველი იმიჯისათვის ისეთივე აუცილებელია, როგორც კარგი გემოვნება ტანსაცმელსა და სუნამოში.


მე შემოგთავაზებთ შვიდ გზას, თუ როგორ იყოთ მიმზიდველი საპირისპირო სქესისთვის



ფლირტი. მამაკაცებს მოწონთ, როდესაც ქალბატონი ფლირტაობს, თუმცა ის გონივრული და მსუბუქი უნდა იყოს, ზღვარგადასული არაფერი ვარგა.



image


☞ მეგობრული მისი მეგობრებისთვის. პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მეგობრებს თბილად ექცეოდეთ და ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდეთ მათაც თქვენთან.


☞ გამოსავალი უხერხული მდგომარეობიდან. მამაკაცებს მოწონთ გოგონები იუმორის გრძნობით, რომლებიც საკუთარ თავზეც მსუბუქად გაიცინებენ და უხერხული სიტუაციიდან მხოლოდ იუმორის გზით გამოვლენ და განმუხტავენ სიტუაციას, რომელიც შეიძლება დაიძაბოს.

image


☞ მიეცით უფლება, რომ ის იყოს ძლიერი. დაავალეთ ისეთი წვრილმანები, რასაც სინამდვილეში თავადაც გაუმკლავდებით. ამით აგრძნობინეთ, რომ ის ძლიერია და თქვენ კი მისი დახმარება და დაცვა გჭირდებათ. ამ წვრილმანს, ურთიერთობის განმტკიცება ნადვილად შეუძლია.


☞ იყავი ქალი, ვისთვისაც მხოლოდ ურთიერთობა არ არის ცხოვრების მთავარი აზრი. აკეთეთ საყვარელი საქმე, ესტუმრეთ სილამაზის ცენტრებს, გაერთეთ მეგობრებთან და მიეცით იგივეს უფლება მას. ორივე მხარესთვის მნიშვნელოვანია პირადი სივრცე.


☞ იყავით ჭკვიანი, თუმცა არა მომაბეზრებელი.


image


☞ ჩაიცვით ის, რაც მას მოსწონს. პირდაპირი და მხოლოდ ამ მნიშვნელობით არა, რა თქმა უნდა, თუმცა იქონიეთ კარადაში სამი რაღაც მაინც, რაც მას მოსწონს.



0
1086
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1086
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0