სხვა როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს 2020, 19 აგვისტო, 12:45 ხშირად იაპონელი ქალი მაგალითისთვის მოჰყავთ, როგორც დამჯერი მეუღლე და მზრუნველი დედა, რომელიც მხოლოდ სახლის და ოჯახის ინტერესებით ცხოვრობს. მეტიც, ამას ტრადიციებს მიაწერენ. მაგრამ თანამედროვე იდეალური იაპონელი ცოლი-მეიძის ეპოქის (მე-19 საუკუნე) პროდუქტია, როცა ევროპაში ყველაფერი ევროპული ინერგებოდა. ტრადიციულად კი გოგონები და ქალები თავს ადრე უფრო თავისუფლად გრძნობდნენ. 1. თავდახურული ქალები
იაპონური კლასიკური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ძველად იაპონელი ქალები სტუმრებს შირმის მეორე მხრიდან ეკონტაქტებოდნენ, ხოლო ქუჩაში მხოლოდ თავდახურული დადიოდნენ. ფარანჯის როლს ასრულებდა ქუდი ვუალით ან უფრო ხშირად, თავზე ჩამოცმული კიმონო, რომელიც ისე იყო შეკერილი, რომ მხოლოდ ამ მეთოდით შეგეძლოთ მისი ჩაცმა. ასეთ კიმონოს კაზუკი ეწოდებოდა. მსურველებს ჩვენს დროშიც შეუძლიათ კაზუკის შეძენა, მას აწარმოებენ და არის გაყიდვაში. გოგონებს არ შეეძლოთ გათხოვება მშობლების ნებართვის გარეშე. საოჯახო საქმეების მისახედათ ქალებს მოსამსახურეები ჰყავდათ, თვითონ მუშაობა აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ უფლება ჰქონდათ ეწერათ. ამიტომ არის, რომ ქალებს დიდი როლი მიუძღვით იაპონური ლიტერატურის განვითარებაში. მოთხრობები და ლექსები, რომლებსაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს თარგმნიდნენ, პრაქტიკულად ყველა ქალების დაწერილია. კიდევ ერთი მეთოდი მოწყენილობასთან ბრძოლისა იყო ქალების ერთად შეკრება, რომლის დროსაც ისმებოდა შემთბარი საკე-ბრინჯის სუსტი ალკოჰოლური სასმელი. მაგრაბ ბევრი იაპონელის ცხოვრება ისე იყო მოწყობილი, რომ მოსაწყენად არ ეცალათ. ქორწინება და გაყრა კი უფრო ადვილი და თავისუფალი იყო. 2. შენთან თუ ჩემთანმხატვარი უემურა სიოენი
ქალების 80% ცხოვრობდა სოფლად, სადაც ყველა თანაბრად შრომობდა: ან ყანებს ამუშავებდნენ, ან მეთევზეობას მისდევდნენ. ქალი ძვირფას მუშახელად ითვლებოდა, და ეს მას საშუალებას აძლევდა, რომ თვითონ მიეღო გადაწყვეტილება ქორწინებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა მას ძველებურად უნდა გაეთვალისწინებინა მშობლების აზრი, მაგრამ ისინი იშვიათად ეწინააღმდეგებოდნენ ქალიშვილის არჩევანს. პრობლემა ხშირად იმაში მდგომარეობდა, რომ მშობლები ძალზე ადრე ათხოვებდნენ ქალიშვილს იმის გამო, რომ ოჯახში მეტი მუშახელი ჰყოლოდათ. იაპონურ სოფელში, შეყვარებულების წინაშე დგებოდა საკითხი, ვისთან ეცხოვრათ-ცოლის ოჯახში თუ ქმრის ოჯახში. ქალის წასვლა ქმრის ოჯახში შედარებით გვიან დამკვიდრდა. პატარძლის საშუალო ასაკი იყო 18 წელი. მაგრამ, აი თუ პატარძლის მშობლებს სურდათ ოჯახში მეტი მუშახელის ყოლა, ისინი ქალიშვილს ათხოვებდნენ შედარებით ადრე- საშუალოდ 14 წლისას, ამაზე მცირეწლოვნის დაქორწინება არ შეიძლებოდა, ქორწინება არასრულწლოვანთან ითვლებოდა ფიქტიურად. მეუღლეებს შორის დიდი ასაკობრივი განსხვავება დიდ სისულელედ ითვლებოდა. 3. ხშირად იყრებოდნენქალბატონები საუბრობენ გლეხის ქალთან
გაყრა სოფელში მარტივი იყო. ქმარი მოაგროვებდა თავის ნივთებს და მიდიოდა სახლიდან-თავისი სურვილით ან ცოლის სურვილით. ასევე იქცეოდა ცოლიც. გაყრის ფურცელს, აუცილებლობის შემთხვევაში ქმარი უწერდა ცოლს, ან პირიქით. მაგრამ ხშირად ამ ფორმალობის გარეშეც იყრებოდნენ. პირველი, ადრე შექმნილი ოჯახები ძალიან ხშირად ინგრეოდა. თუ ქმარი ცოლის ოჯახში ცხოვრობდა, გაყრის შანსი შეადგენდა 55 %-ს. თუ პირიქით-ცოტა ნაკლებს, 41 %-ს, ანუ ხშირად ინგრეოდა ოჯახები, რომლებიც მშობლების ინიციატივით იყო შექმნილი (გოგონები ქმრის ოჯახში მიდიოდნენ, როცა თავისი ნებით თხოვდებოდნენ). პირველი ქორწინება გრძელდებოდა სამიდან ხუთ წლამდე. მეორე ქორწინებები ჩვეულებრივ მყარი იყო, ასე რომ პირველი ქორწინება ხშირად "საცდელი ქორწინება " იყო. არ იყო არავითარი შეზღუდვა იმაში, თუ რამდენი ცოლი (მორიგეობით) ან რამდენი ქმარი ეყოლებოდა სოფლის მაცხოვრებელს ბავშვები იბადებოდნენ მუდმივი საქორწინო კავშირების გარეშეც. რადგანაც ყოველი მუშახელი ძვირად ფასობდა, მათ უბრალოდ დედის ოჯახი იშვილებდა და ბავშვი საკუთარი დედის კანონიერი ძმა ხდებოდა. ძველი ტრადიციის მიხედვით, ახალგაზრდა ბიჭები ღამ-ღამობით ხშირად სტუმრობდნენ გოგონებს (ეს წესი არსებობდა დიდგვაროვნებშიც, ოღონდ ასაკით უფროსებში). ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში სოფლებში გასათხოვარი გოგონების არა უმეტეს 2% იყო ქალწული. როგორ უყურებდნენ ასეთ თავისუფალ სიყვარულს მე-19 საუკუნის ქალბატონები? არის ცნობები, რომ შურდათ. 4. ყველაფერი შეიცვალა მეიძის დროსქალბატონს უბრალო ხალხის თავისუფლების შურს. მე-17 საუკუნის გრავიურა იმპერატორ მეიძის მოსწონდა ყველაფერი ევროპული, და იგი აქტიურად ნერგავდა იაპონიის ცხოვრებაში დასავლეთის განათლების სისტემას, კოსტიუმებს და ოჯახურ წეს-ჩვეულებებსაც კი. ოჯახის ეტალონი გახდა ევროპული ქვეყნების შეძლებული ბურჟუაზიული ოჯახები. ასეთ ოჯახებში ქალიშვილები უბიწოებას ქორწინებამდე ინახავდნენ, ქალები კი თავს მთლიანად ოჯახს უძღვნიდნენ. იაპონელი ქალისაგან დღეიდან იგივეს ითხოვდნენ-იყოს იდეალური ყველაფერში: გარეგნობაში, საოჯახო საქმეში, მანერებში და დედობაში. იაპონიაში შემოიჭრა მე-19 საუკუნის შეხედულებებიც ემანსიპაციის შესახებ. ბევრმა ახალგაზრდა გოგონამ შეიჭრა თმა, ჩაიცვა შარვალი, დაიწყო მსჯელობები პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე. მათ გამოუშვეს საკუთარი გაზეთები და შექმნეს სხვადასხვა წრეები. ხელისუფლებას მოუხდა ცალკეული კანონების გამოშვება, რომელიც კრძალავდა ქალის მოკლე ვარცხნილობებს და ქალის ნებისმიერ შარვალს, გარდა ტრადიციული ჰაკამისა, რომელსაც ჩვეულებრივ იცვამდნენ ყანაში მუშაობის დროს. მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, მოთხოვნები ქალების მიმართ, რომელიც დაფუძნებული იყო ევროპის მაგალითებზე, მხოლოდ გამყარდა. 21-ე საუკუნეში კი, იაპონიის პოლიტიკოსები თავს უფლებას აძლევენ, ქალი მოიხსენიონ, როგორც "ბავშვების წარმოები მანქანა". 2723 5-ს მოსწონს
|