განათლება K2(ჩოგორი)-მეორე უდიდესი მწვერვალი დედამიწაზე 2020, 23 აპრილი, 10:29 ავტორი: დიმა ნაჭყებია K2(ჩოგორი–"დიდი მთა") არის დედამიწაზე სიმაღლით მეორე მწვერვალი. სიმაღლე 8611 მეტრია ზღვის დონიდან. მწვერვალი მდებარეობს პაკისტანი-ჩინეთის საზღვარზე და ეკუთვნის ყარაყორუმის მთათა სისტემას. ჩოგორი მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასალაშქრ მთად და მართლაც, სიკვდილიანობის კოეფიციენტი ამ მთაზე ყველაზე მაღალია.პირველი სერიოზული მცდელობა მთაზე ასვლისა განხორციელდა 1902 წელს, მაგრამ წარუმატებლად. საბოლოოდ K2 პირველად დალაშქრეს იტალიელმა ალპინისტებმა, აკილე კომპანიონიმ და ლინო ლაჩედელიმ. არდიტო დეზიომ ეს მოგზაურობა წიგნში აღწერა, რომელიც 11 ენაზეა ნათარგმნი. 350 შეფასება არ არის
|