საბუნებისმეტყველო COVID-19–ის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ძირითადი მექანიზმი უკვე ცნობილია 2020, 21 აპრილი, 10:14 ვერონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტების სისხლის ანალიზები შეისწავლეს. ხოლო, კვლევის შედეგები გამომცემლობა Hematology, Transfusion and Cell Therapy–მა გამოაქვეყნა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი კვლევების ფონზე, COVID-19–ის კლინიკური სურათი ძირეულად იცვლება: თუ აქამდე, ვირუსით დაავადების დროს, ყველაზე სერიოზული გართულება — მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი იითვლებოდა, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი ანთებით პროცესთან ბრძოლისას, ფილტვებში დიდი რაოდენობით სითხეს, ე. წ. ექსუდატს გამოყოფს, რაც თავის მხრივ, პაციენტებში სუნთქვის უკმარისობას იწვევს და ფილტვებიდან სისხლში საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ გადადის. ახლა კი, გამოდის, რომ ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას და ამით გამოწვეული პოლეორგანული უკმარისობის მიზეზი, ფილტვების ანთება კი არა, კორონავირუსის მიერ ერითროციტებზე მიტანილი შეტევა და ჰემოგლობინის დონის შემცირება არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური კვლევა ჩინელმა ბიოლოგებმაც ჩაატარეს და ისინიც იგივე დასკვნამდე მივიდნენ: კორონავირუსის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ძირითადი მექანიზმი — ერითროციტებში ჰემოგლობინზე შეტევის განხორციელება და სისხლისთვის ჟანგბადის ტრანსპორტირების ფუნქციის დაქვეითება არის. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:რა უნდა გავაკეთოთ, რომ მრავალჯერადი გამოყენების პირბადე უსაფრთხო იყოს (გარეცხვა საკმარისი არ არის)
«შეიძლება, ვირუსი უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე გვეგონა» — აცხადებენ მეცნიერები 646 4-ს მოსწონს
|