სხვა 25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ 2020, 6 აპრილი, 9:44 ღამურები მილიონობით წლის მანძილზე არსებობენ. ისინი პლანეტაზე ბევრად უფრო ადრე გაჩნდნენ, ვიდრე ადამიანები და ჩვენთვის ცნობილი შინაური ცხოველების წინაპრები, თუ ველური ბუნების წარმომადგენლები და მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დადებითი რეპუტაციით სარგებლობენ, ერთ–ერთი ყველაზე საოცარი არსებები არიან.
2. სიტყვა «Bat» (ინგ. ღამურა) ინგლისურ ენაში, XVI ს. 70–იან წლებში, სიტყვა «bakke»–იდან წარმოიქმნა, რაც «ღამის მფრინავ თაგვს» ნიშნავს. 3. ძვ. წ. აღრ. 600 წელს ძცელბერძენმა მეიგავემ ეზოპემ იგავი დაწერა ღამურაზე, რომელმაც ბიზნესის დასაწყებად, ფული ისესხა. სიუჟეტის მიხედვით, მას საქმე ჩაუვარდა და იძულებული გახდა, დღის საათებში დამალულიყო, რომ სადმე ფულის მსესხებელს არ შეხვედროდა. 4. ღამურები გაყოფა 2 ძირითად ჯგუფად შეიძლება. ესენი არიან: ხილისჭამია ხელფრთიანები და მწერიჭამია ხელფრთიანები (ღამურები), რომლებიც მწერების გარდა, ბაყაყებს, თევზს, ხვლიკებს და ფრინველებს ჭამენ და სისხლსაც სვამენ. 5. ღამურებს, რომლებიც ბაყაყებით იკვებებიან, შეუძლია ერთმანეთისგან შხამიანის და უშხამამო ბაყაყის გარჩევა, – ისინი მათ ხმაზე ცნობენ. 6. მეცნიერები თვლიან, რომ ღამურები პირველად 65-100 მილიონი წლის წინ გაჩდნენ და დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ. ნამარხის სახით აღმოჩენილი, ჩვენთვის ცნობილი, ყველაზე ადრინდელი ხელფრთიანი 35 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა. 7. ჩინეთში და იაპონიაში ღამურები – ბედნიერების სიმბოლოდ ითვლებიან. ხოლო, ჩინურ ენაში სიტყვა – «ღამურა» და «იღბალი» ერთნაირად წარმოითქმება (ალბათ, სწორედ ამიტომ ჭამენ... ბედნიერების და იღბლის მიზიდვა უნდათ). 8. ღამურას ფრთა მტევნის თითის ფალანგებისგან შედგება, რომელიც კანის გარსით არის დაფარული და თითებს შორის საფრენი აპკი აქვს გადაკრული. ეს აპკი ცხოველის სხეულის ზედაპირის თითქნის 95% შეადგენს და მას ფრთების პირდაპირი დანიშნულების გარდა, სხვა ფუნქციებიც გააჩნია – ის ცხოველის სხეულის ტემპერატურას, სისხლის წნევას და წყლის ბალანსს არეგულირებს. 9. ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარი არის, რომელსაც ფრენა შეუძლია. განსხვავება ხელფრთიანებსა და მფრინავ ციყვებს (Pteromys volans) შორის ის არის, რომ ციყვებს, ხიდა – ხეზე ხტომისას, ჰაერში ლივლივი შეუძლიათ, ხოლო ღამურები მიმართულებასაც აკონტროლებენ. 10. ფრინველებისგან განსხვავებით, რომლებიც ფრენის დროს, წინა კიდურებს იქნევენ, ღამურები – ფრენისთვის მხოლოდ დაგრძელებულ თითებს იყენებენ. 11. იმ ადამიანების სამკურნალოდ, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს ან გული აწუხებთ, გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ვამპირი ღამურების ნერწყვიდან მიღებული ანტიკოაგულანტებით მზადდება. 12. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ღამურები უსინათლოები არ არიან. მათი უმრავლესობა, დღის შუქზე ძალიან კარგად ხედავს. ხოლო ზოგიერთი სახეობა, ულტრაიისფერ სინათლესაც კი ხედავს. 13. ხელფრთიანებს ბგერის გაგება 20-დან – 120 000 ჰც დიაპაზონში შეუძლიათ. შედარებისთვის, – ადამიანს მხოლოდ 20-დან – 20 000 ჰც-მდე დიაპაზონში გამოცემილი ხმა ესმის; ძაღლს – 40-დან – 60 000 ჰც-მდე დიაპაზონში. 14. ღამურები, თავისი ზომის ძუძუმწოვრებს შორის, ყველაზე ნელა მრავლდებიან. ღამურა წელიწადში მხოლოდ 1 ნაშიერს აჩენს, რომელიც მისი სხეულის მასის ნახევარს იწონის. 15. ღამურების, დაახლოებით, 70% მწერებით იკვებება. ღამეში, 1 ღამურა, საშუალოდ, 10 გრამამდე მწერს (მაგ., 65 ხოჭოს) ანადგურებს, ხოლო, 1 წლის მანძილზე, მას 1 კგ-მდე მწერის შეჭმა შეუძლია. ამიტომ, ღამურები ეკოსისტემის ბალანსისთვის ძალიან სასარგებლო ცხოველები არიან! და არა მარტო... მაგ., ღამურები რომ არა, ბანანიც არ იქნებოდა, რადგან მცენარის ყვავილის დამტვერვა მაშინ ხდება, როდესაც ღამურა, ნექტრის მოსაპოვებლად, მასში ძვრება. 16. გრაფი დრაკულას ისტორია აღმ. ევროპაში შეიქმნა. თუმცა, ნამდვილი ვამპირი ღამურები მხოლოდ ცენტრალურ და სამხ. ამერიკაში ბინადრობენ. 17. ღამურები ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე ბინადრობენ: ჩედ. ნახევარსფეროში, თითქმის პოლარულ წრემდე, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში, – არგენტინის და სამხ. აფრიკის რესპუბლიკის უკიდურეს სამხრეთ რეგიონებში გვხვდებიან. 18. ვამპირი ღამურები – ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან, რომლებიც მხოლოდ სისხლით იკვებებიან. 19. ის რომ ვამპირი ღამურები სისხლს სვამენ, მხოლოდ მითია. სინამდვილეში, სისხლი მათ ორგანიზმში, პირიდან 2 არხით ნიედინება, რომელიც ცხოველის ენის ქვეშ არის განთავსებული. ღამურა ამ სისხლის მხოლოდ წითელ უჯრედებს (ერითროციტებს) მოიხმარს, ხოლო სისხლის პლაზმა ორგანიზმიდან, კვების მომენტის დაწყებიდან, 2 წუთში შარდთან ერთად გამოიყოფა. 20. ყოველდღიურად, ვამპირ ღამურას, თავისი სხეულის წონის ნახევარი, სისხლი ესაჭიროება. შედარებისთვის, იგივე რაოდენობის სისხლს, ადამიანი ვამპირი რომ იღებდეს, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, მას ღამეში – 6-7 ადამიანის სისხლი მაინც დასჭირდებოდა. 21. პლანეტაზე ყველაზე დიდი ხელფრთიანი – გიგანტური მელა (Pteropus vampyrus) არის. მისი გაშლილი ფრთის სიგრძე 1, 5 – 1, 8 მ–ია. 22. პლანეტაზე ღამურების ყველაზე დიდი კოლონია, დაახლოებით, 20 მლნ. სული, Bracken Bat Cave-ის გამოქვაბულში (ტეხასი, აშშ) ცხოვრობს. 23. Animal Planet არხის კვლევის მონაცემების თანახმად, ვამპირი ღამურა, სახიფათო ცხოველებს შორის, III ადგილზეა, მგლების და გორილების შემდეგ. 24. მღამიობის (ღამურის სახეობა) გულის ცემა, სიმშვიდის დროს, იმდენად დაბალია, რომ წუთში 18 დარტყმას არ აღემატება. ხოლო, აქტიურობის პერიოდში, – წუთში 880 დარტყმის ტოლია. 25. უმრავლესობა თვლის, რომ ცხოველები, განსაკუთრებით ძუძუმწოვრები, მხოლოდ, 10-15 წ. ცხოვრობენ. თუმცა, ღამურების ზოგიერთი სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ველურ ბუნებაში, 30 წელი შეიძლება იყოს. არხის სხვა სიახლეები:
1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები 2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად 3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში 4. ანეკდოტები და სახალისო ფრაზები კორონავირუსზე 1760 2-ს მოსწონს
|