x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138454
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
«ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყო» – წერდა ნიუტონი თვითიზოლაციის შესახებ

XVII საუკუნეში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ბუბონური ჭირი (შავი ჭირის ერთ-ერთი სახეობა) გავრცელდა, იზოლაციაში მყოფმა ახალგაზრდა ი. ნიუტონმა ყველა თავისი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. მათ შორის, კანონი დედამიწის მიზიდულობის შესახებ. მოგვიანებით, მან იმ დროს, თავისი ცხოვრების ყველაზე ინტელექტუალურ–პროდუქტიული პერიოდი უწოდა.

image


1664 ზამთარში, ლონდონის ერთ–ერთ, ნაკლებად პრესტიჟულ, უბანში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. ხოლო, გვამის დათვალიერების შემდეგ დაადგინეს, რომ ის შავი ჭირის მსხვერპლი იყო. მისი სახლი დალუქეს, ხოლო კარზე, სულ მალე, შემდეგი შინაარსის წარწერა გაჩნდ: «ღმერთო, ყველას დაგვეხმარე»...

მომდევნო რამდენიმე თვეების მანძილზე, ქალაქში ჭირით გარდაცვალების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და როგორც ამბობდნენ, ავადმყოფობამ ინგლისში ნორვეგიიდან შემოაღწია. მაგრამ, აპრილიდან ინფიცირებულთა რიცხვმა ზრდა დაიწყო. ხოლო, 1665 წლის ივლისისთვის, ამ სენით, უკვე 2 010 ადამიანი იყო გარდაცვლილი. ერთი თვის შემდეგ, მიცვალებულთა რიცხვი 7 496–მდე გაიზარდა და საერთო ჯამში, შავი ჭირის 18 თვიან ეპოდემიას, 100 000-მდე ლონდონელის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ქალაქის მოსახლეობის მეოთხედი იყო.

მაშინ, ისევე როგორც დღეს, ყველაზე ძლიერი იარაღი ეპიდემიის წინააღმდეგ, სოციალური დისტანცირება და კარანტინი იყო. ლონდონის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, ქალაქი დატოვა და სოფელში გაიხიზნა. დაწესებულებათა შორის, რომელიც ეპიდემიის პერიოდში დაიკეტა, კემბრიჯის უნივერსიტეტიც იყო. ხოლო მისი სტუდენტები, სახლში, – თვითიზოლაციაში გაუშვეს. მათ შორის იყო 23 წლის ისააკ ნიუტონი, რომელმაც სოფელში, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკიდან, წიგნები, ჩანაწერები და სხვადასხვა სახის ხელსაწყოები წაიღო.

მომდევნო წელიწადნახევრის მანძილზე, მომავალი მეცნიერი, საკუთარი ოჯახის ფერმაში, ლინკოლნშირში ცხოვრობდა და თავი მთლიანად თვითგანათლებას და კვლევას მიუძღვნა. მოგვიანებით, მოგონებებში ის წერდა: «იმ დროს, მე ახალგაზრდობის საკუთარი დრო განვიცადე და მაშინ უფრო მეტად ვინტერესდებოდი მათემატიკით და ფილოსოფიით, ვიდრე ოდესმე, მას შემდეგ. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყი».


ოპტიკა და სინათლის თეორია


image


ერთ–ერთი თემა, რომელიც ყოველთვის აინტერესებდა მეცნიერს სინათლის და ფერის საკითხი იყო. ეპიდემიამდე, 2 წლით ადრე, უნივერსიტეტის მახლობლად მოწყობილ Sturbridge Fair–ის გამოფენაზე, მან მინის პრიზმა შეიძინა და მას შემდეგ, კითხვები არ ასვენებდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ თეთრი სხივი ცისარტყელის ფერებად დაშლილიყო. მან უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა და ბოლოს აღმოაჩინა, რომ თეთრი სინათლე – ცისარტყელის ფერების ნაზავს წარმოადგენდა. მაგრამ, ეს ფერები მხოლოდ მაშინ ხდება ხილვადი, როდესაც სინათლის სხივის, დაცემის შემდეგ, გარკვეული კუთხით გარდატეხვა ხდება.

იქიდან მოყოლებული, მთელ ოპტიკას, საფუძვლად ნიუტონის ეს აღმოჩენა უდევს. მართალია, ფერთა თეორიის შესახებ, მეცნიერი მისი აღმოჩენიდან მხოლოდ 7 წლის შემდეგ ალაპარაკდა და წიგნის სახით, ნაშრომი 40 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. მაგრამ, აღმოჩენის იდეა, ფერმაში გატარებული კარანტინის თვეებით არის დათარიღებული.


მექანიკა და მათემატიკა


და ეს ყველაფერი არ იყო, რითაც საზოგადოებისგან იზოლირებული ნიუტონის აზრები იყო დაკავებული... ის მოძრაობას და ინერციასაც სწავლობდა და უნდოდა გაერკვია, თუ როგორ შეიძლებოდა, ფრენით მოძრაობაში მყოფი სხეულის სიჩქარის განსაზღვრა. მაგ., ზარბაზნიდან გასროლილი ნაღმი, ჯერ ზევით ადის, შემდეგ ფრენას ანელებს, მიმართულებას იცვლის და ძირს ეცემა. მაგრამ, რა განსაზღვრავს, მის სიჩქარეს და მიმართულებას? ეს მთელი მსოფლიოსთვის გამოცანად რჩებოდა... მანამდე, ვიდრე ნიუტონმა ყველაფერი არ გაანალიზა და მექანიკის 3 ძირითადი კანონი არ შექმნა:


* ყოველი სხეული ცდილობს შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობა, ვიდრე და რამდენადაც იგი იძულებული არ გახდება მოდებული ძალების გავლენით შეიცვალოს ეს მდგომარეობა.

*მოძრაობის რაოდენობის ცვლილება პირდაპირპროპორციულია მოდებული მამოძრავებელი ძალისა და მიმართულია ამ ძალის მოქმედების წრფის გასწვრივ.

* ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება.


ნიუტონის კანონებმა საწყისი დაუდო კლასიკური მექანიკის განვითარებას და მის საფიძველზე, დიდი ფიზოკოსების თაობებებმა უამრავი აღმოჩენა გააკეთეს.

თავისი პირველი ნაშრომი, რომელიც მან 1666 წლის ოქტომბერში დაასრულა და რომელშიც სამეცნიერო ანალიზის საფუძვლები იყო აღწერილი, მას არც კი გამოუქვეყნებია. ხელნაწერი მხოლოდ 300 წლის შემდეგ აღმოაჩინეს… რაც იმაზე მეტყველებს, რომ თვეების მანძილზე, ნიუტონის გამაოგნებელი შრომის და აღმოჩენების უკან, სახელის და დიდების მოხვეჭის სურვილი კი არა, უბრალოდ, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა იდგაის.



მიზიდულობის ძალა და ასტრონომია


image


ერთხელ მის ბაღში, მართლაც ჩამოვარდა ვაშლი (ყოველ შემთხვევაში, ასე იხსენებდა ათწლეულების შემდეგ, უკვე მოხუცი მეცნიერი ცხოვრების იმ წლებს)... და მეცნიერმა იმ ძალაზე დაიწყო ფიქრი, რომელმაც ვაშლს ჩამოვარდნა «აიძულა». ეს ძალა იყო, რომელიც მიწის ზედაპირიდან, საკმაოდ დაშორებულ ობიექტზე მოქმედებდა. მაგრამ, რამდენად დაშორებულზე? – «იქნებ ეს ძალა მთვარეზეც მოქმედებდა, ან იქნებ, უფრო შორ მანძილზე მდებარე ციურ ობიექტებსაც სწვდებოდა? მაგრამ, ამ შემთხვევაში, რატომ არ ვარდება მთვარე დედამიწაზე?» – ფიქრობდა მეცნიერი. ნიუტონმა ეს გამოცანაც ამოხსნა – მან გრავიტაციის კანონი აღმოაჩინა.

თვითიზოლაციაშ მყოფმა სტუდენტმა უამრავი ჩანაწერი გააკეთა, უამრავი გამოთვლა ჩაატარა. მან ერთიანი ჯაჭვი შექმნა, რომელიც დედამიწას მთვარესთან და მზის სისტემის სხვა პლანეტებთან აკავშირებდა და ბოლოს ფორმულა გამოიყვანა, რომელიც «სამყაროს მოწყობის სისტემას ხსნიდა».

თითქმის, 20 წლის მანძილზე, ნიუტონი წიგნზე მუშაობდა და ინფორმაციას თავისი აღმოჩენის შესახებ, არავის უმხელდა... და როდესაც მან ტრაქტატი გამოაქვეყნა სახელით – Philosophi Naturalis Principia Mathematica («ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები»), რომელშიც სრული ინფორმაცია იყო მოცემული, ციური სხეულების მოძრაობის და გრავიტაციის შესახებ, მას სამეცნიერო წრეებში, აფეთქებული ნაღმის ეფექტი ჰქონდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ჰაეროვანი პასკა თხევადი ცომით

3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში

4. მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც კატებს ჭამენ

5. 25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ
6. ამერიკელმა ექსტრასენსმა დღევანდელი პანდემია 2008 წელს იწინასწარმეტყველა

0
451
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0