სიახლეები კორონავირუსი უკვე ევროპის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული – რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება?! 2020, 2 თებერვალი, 17:45 ![]() 20 იანვრისათვის დაინფიცირებული იყო 282 ადამიანი, აქედან 4 ადამიანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ (იაპონია 1, კორეა 1, ტაილანდი 2). 3დღის შემდეგ, 23 იანვარს, დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, 581, ტაილანდში უკვე 4 ინფიცირებულით და აშშ-ში ერთით. 25 იანვრის მონაცემებით, ვირუსი დაუფიქსირდა 1320 ადამიანს. სიაში პირველად გამოჩნდა ევროპის ქვეყანა, კერძოდ, საფრანგეთი, სადაც ერთბაშად 3 შემთხვევა დაფიქსირდა. 26 იანვარს დაავადებულთა რიცხვი უკვე 2014 აღწევს. 27 იანვარს – 2798. 28 იანვარს – 4593 ინფიცირებული. ახალი შემთხვევა ფიქსირდება გერმანიაში. 29იანვარს – 6065. 30 იანვარს – 7818, აქედან ევროპაში – 10 შემთხვევა (საფრანგეთი– 5, გერმანია -4, ფინეთი- 1). 31 იანვარს – 9826, აქედან ევროპაში- 14 შემთხვევა ( საფრანგეთი 6, გერმანია- 5, იტალია -2, ფინეთი 1). 1 თებერვლის მონაცემებით, რაც ბოლო ოფიციალური მონაცემებია – დაინფიცირებულია 11953 ადამიანი. დაინფიცირებულები გამოჩდნენ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ესპანეთსა და შვედეთში თითო შემთხვევა, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში - 2-2 შემთხვევა. გერმანიაში დავირუსებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სულ ევროპაში – 22 დაინფიცირებული. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ზოგჯერ ხასიათდება სიმპტომების დაგვიანებით გამოვლენით, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით დიდი იყოს, თუმცა მედიკოსების განცხადებით, ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისათვის ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე დაგაინტერესებთ:
147 1-ს მოსწონს
|