სხვა აი რატომ არ არის თვითმფრინავებში პარაშუტები მგზავრებისთვის 2019, 28 ოქტომბერი, 12:05 თვითმფრინავი - ყველამ კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სწრაფად გადაადგილების საჰაერო ტრანსპორტია. ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიკურ ამწევ ძალას. მისი მოძვლებული სახელია აეროპლანი. განასხვავებენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.
თანამედროვე თვითმფრინავები საწყისს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი არიან სტანდარტების დამდგენებად და რეკორდების დამმყარებელნად ავიაციაში. 1905 წელს მათ მიერ შექმნილმა Wright Flyer III-მა შეძლო სრულად კონტროლირებადი, სტაბილური ფრენა დროის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით. 1906 წელს უკვე აეროპლანის წარმოება ლეგალური გახადეს აშშ-ის პატენტით- ნომერი 821, 393. ალბათ, თვითმფრინავის არაერთი კატასტროფა გინახავთ და გაგჩენიათ კითხვა - "კი, მაგრამ, რატომ არ აძლევენ მგზავრებს პარაშუტებს, იქნებ ამ გზით გადარჩნენ მაინც?!!" იმიტომ, რომ პარაშუტები თვითმფრინავში არ არის! ამ კითხვას პასუხს კი პროფესიონალები გასცემენ და დღევანდელ სტატიაში გეტყვით თუ რატომ არ არის თვითმფრინავებში პარაშუტები. ირკვევა, რომ ამ შემთხვევისთვის პარაშუტი არასაჭირო და ზედმეტად ძვირი ნივთია რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, სამგზავრო თვითმფრინავი სუპერ საიმედო მანქანაა და უბედური შემთხვევები მხოლოდ აფრენის ან დაშვების დროს ხდება ძირითადად, ამიტომ ეს მანძილი იმდენად მცირეა, რომ პარაშუტის გახსნასაც ვერ მოასწრებენ მგზავრები. თვითმფრინავი დაახლოებით 800–900 კმ / სთ სიჩქარით დაფრინავს, რაც ნიშნავს, რომ ამ სიჩქარით თვითმფრინავიდან უსაფრთხოდ გადმოხვიდეთ - უტოპიაა. ადამიანს, თავის პარაშუტიანად, ჰაერის ნაკადი გაგლეჯს. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ არსებობს პარაშუტები ყველა მგზავრისთვის, ფრენისას ტურბოლენტურ ზონაში მოხვედრის დროს ატყდება პანიკა, უმეტესი მათგანი ჩაიცვამს პარაშუტს და დაიწყებს კარის მტვრევას გადახტომის მიზნით - ალბათ წარმოიდგინეთ როგორი დაუმორჩილებელი გახდებოდა ბრბო. რაც შეეხება "კაფსულებს", რომლებიც სამხედრო თვითმფრინავებს გააჩნიათ, ეს სხვა თემაა. ორი ადამიანისთვის მსგავსი რამის გაკეთება ფინანსურადაც და ინჟინერული თვალსაზრისითაც, შესაძლებელია. მფრინავი კაფსულის დიზაინი სრულიად ეწინააღმდეგება სამგზავრო თვითმფრინავის მონოლითურ კონსტრუქციას. და ბოლოს, თვითმფრინავში არიან მშიშრები, ავადმყოფები, მოხუცები და ბავშვებიც, განა ყველა მათგანი შეძლებს პარაშუტის ჩაცმას, მორგებას და გადმოხტომას? უბრალოდ მოეშვით და ფრენის დროს იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, რადგან ფრენის დროს გარდაცვალების შანსი მხოლოდ 1:14 000 000 -ია. იხილეთ აგრეთვე: რას აკეთებენ "სტიუარდესები" მანამ, სანამ ჩვენ ავალთ თვითმფრინავში? თვითმფრინავის საიდუმლო ოთახი, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდით 666 8-ს მოსწონს |
მართალი ხარ, სამხედრო თვითმფრინავის პილოტის კატაპულტირება სპეც სავარძლიანად ხდება, პილოტს ჩაფხუტის ახურავს და ჟანგბადიც მიეწოდება, გარკვეულ სიმაღლეზე ავარდნის მერე სავარძელი შორდება და პილოტი პარაშუტით ეშვება.
კატაპულტირებისას პილოტის ორგანიზმიც ძალიან დიდ დატვირთვას განიცდის.