სხვა ამ დროისთვის 8 ყველაზე დიდი გემი მსოფლიოში 2019, 20 სექტემბერი, 18:12
გემი არის მცურავი ნაგებობა, რომელსაც აქვს წყალშეუღწევადი კორპუსი და განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად, წყალზე სარეწად, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, სპორტული შეჯიბრებებისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის და სამხედრო მიზნებისთვის. ძირითადი დანიშნულების მიხედვით გემები იყოფა სამხედრო (ხომალდები) და სამოქალაქო (სატრანსპორტო, სარეწი, საკვლევი, დამხმარე და სხვ.) გემებად. MOL Triumph - ეს არის ყველაზე დიდი გემი მსოფლიოში. TEU -ს კლასის უდიდეს წარმომადგენელს შეუძლია 21 000 -მდე კონტეინერის გადაზიდვა, მისი სიგრძე 400 მეტრია, ხოლო სიგანე - 59. The Alliance -ის წარმოებულმა გემმა პირველი რეისი ჩინეთიდან სინგაპურში განახორციელა. უნიკალური თვისებების გარდა, გემი საკმაოდ ეკონომიური და ეკოლოგიურია.
Harmony of the Seas - ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე დიდი გემი ტიტანიკი იყო, თუმცა დღეს ზღვის ჰარმონია 3-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ლეგენდარული სამგზავრო გემი ტიტანიკი. საფრანგეთის დასავლეთით მდებარე წმ- ნაზაირის პორტში აშენებულ გემიმ, პირველი რეისი საფრანგეთიდან ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში შეასრულა. StX France -ის წარმოებული გემის სიგრძე 362, ხოლო სიგანე 66 მეტრაა. გარდა ამისა სიმაღლეშიც არაფრით ჩამორჩება საკუთარ თვისებებს, გემის სიმაღლე 73 მეტრია. რაც შეეხება ზღვის ჰარმონიის ღირებულებას ის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს!
Seawise Giant - გემის სიგრძე 458, ხოლო სიგანე - 49 მეტრაა. ირანი-ერაყის ომის დროს დაიბომბა, თუმცა დღემდე აქტიურ მდგომარეობაში. Seawise Giant-ს დღეს დუბაიში ნავთობის რეზერვუარისთვის იყენებენ.
MV Blue Marlin - ამ გემს შეუძლია 22 მცირე ზომის გემის გადაზიდვა. მას გემების მამას ეძახიან. სიგრძით-217 მეტრაა და 75 000 ტონა სიმძიმის გადაზიდვა შეუძლია.
Ms Vale Brasil - ამ გემს იყენებენ ჯართის და მარცვლეულის გადაზიდვისთვის. გემი ბრაზილიურ კომპანიას - Ms Vale Brasil ეკუთვნის. 360 მეტრის სიგრძის გადამზიდის დატვირთული მაქსიმალური მასა არის 200 ტონა. 2011 წლიდან ფუნქციონერებად გემს ძირითადად ბრაზილიიდან აფრიკის ქვეყნებში ჯართის გადაზიდვა ევალება.
Oasis Of The Seas - 362 მეტრის სიგრძის სამგზავრო ლაინერს 5400 მგზავრის მასპინძლობა შეუძლია. არც ის იქნება ტყუილი, თუ ვიტყვით რომ ეს გემი იგივე მცურავი სასტუმროა. გემი ყოველწლიურად 3 თვის მანძილზე მიცურავს და დამსვენებელს შესანიშნავ კომფორტს სთავაზობს.
Emma Maersk - გემის წარმოების ავტორი ემა მაერსკია. გემის შესახებ არც ისე ვრცელი ინფორმაციაა, თუმცა უეჭველია, რომ გემი საკმაოდ ეკოლოგიურია.
MSC OSCAR - და ბოლოს... მსოფლიოს ყველაზე დიდი მეხუთე გემი. 2015 წელს კომპანია DSME -ის წარმოებულია. გემის სიგრძე 395, ხოლო სიგანე 59 მეტრაა.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3 დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები! 15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში ანტარქტიკის ყინულების ქვეშ აღმოჩენილი უცნაური ობიექტები... ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ 3917 6-ს მოსწონს
|