ქალი და მამაკაცი 7 ფაქტორი, რომლებიც ამყარებს წყვილების ინტიმურ ურთიერთობას 2019, 27 ივლისი, 12:39 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ. წყვილის უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ ძილის წინ ერთად გატარებული დრო დადებითად ისახება მათი ურთიერთობის ხარისხზე. ფსიქოლოგების აზრით აუცილებელია პარტნიორებს შორის ჯანსაღი და ემოციური სიახლოვე, განსაკუთრებით კი ძილის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პარტნიორი ვერ თანხმდება ტემპერატურაზე, ასევე "პლედისა" თუ საბნის გაყოფაზე, საერთო საწოლსა და საბანში გატარებული დრო ხელს უწყობს უსაფრთხოების გრძნობის ჩამოყალიბებაზე, რაც თავისთავად ამცირებს სტრესის ჰორმონის- კორტიზოლას დონეს ორგანიზმში. უმეტესი თქვენგანისთვის "ინტიმური სიახლოვე" მაინცდამაინც სექსთან ასოცირდება, თუმცა ქალის და კაცის სიახლოვე მხოლოდ სექსი არ არის. სექსის გარდა არსებობს სხვა მრავალი გზა, რომელიც დაგეხმარებათ პარტნიორთან სიახლოვეში. სტატიაში შემოგთავაზებთ 7 ფაქტორს, რომლებიც წყვილების სიახლოვეს არსებითად უწყობს ხელს. 1. გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი შიშები და განცდები. 2. ერთად იყურეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში. 3. აუცილებლად მიწერეთ ხოლმე ერთმანეთს. 4. ხშირად გამოხატეთ ერთმანეთის მიმართ მადლიერების გრძნობა, სიტყვა მადლობა ბევრ რამეს შეცვლის. 5. ერთად მიიღეთ შხაპი. 6. იყავით მზრუნველი და მგრძნობიარე. 7. სამზარეულოში ერთად იფუსფუსეთ, არ აქვს მნიშვნელობა რას ამზადებთ. იხილეთ აგრეთვე: როგორ არ უნდა მოვიქცეთ საწოლში ძილის წინ?! - რჩევები წყვილებს რას აკეთებს კაცი ქვეცნობიერად, როდესაც უყვარდება? რატომ ინგრევა წყვილების ურთიერთობა? დაქორწინებული წყვილების მთავარი პრობლემები - იცით, როგორ მოიქცეთ თქვენ? 5 რამ, რომლის არსებობა ამყარებს წყვილების ურთიერთობას - გაითვალისწინეთ 1311 10-ს მოსწონს
|