მაკიაჟი და ვარცხნილობა თმის შეჭრის 5 მაგალითი, რომლებიც ლამაზად იზრდება 2019, 9 ივნისი, 11:05 სალონში წასვლის დრო არ გაქვთ? სანერვიულო არაფერია!
თითქმის ყველა მოდური ვარცხნილობა სრულდება ინგლისური ხაზოვანი ტექნოლოგიის მიხედვით, რომლის ძირითადი წესია მოკლე სიგრძე. თუმცა, უმეტეს ჩვენგანს ისეთი ცხოვრების რიტმი აქვს, რომ სალონში წასვლას ხშირად ვერ ვახერხებთ. აქედან გამომდინარე კი, გოგონები უფრო და უფრო ითხოვენ თმის პრაქტიკულ ვარცხნილობებს, ისეთს, რომელიც იქნება პრაქტიკული და მოდური ერთდროულად და სტილისტთან მომდევნო რამდენიმე ვიზიტის გამოტოვებაც შესაძლებელი გახდება. არსებობს თმის შეჭრის 5 ისეთი სტილი, რომელიც გაზრდის შემთხვევაში არაჩვეულებრივად გამოიყურება და სალონში წასვლას მის შესასწორებლად, აღარ საჭიროებს. 1. პიქსი. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თმის მოკლე ვარცხნილობაა პიქსი. პიქსს მრავალმხრივი სტილი გააჩნია თმის სისქისა და სისწორის მიხედვით და ყველა შემთხვევაშია შესაძლებელია, უბრალოდ, ფენის გაშრობით მივცეთ ლამაზი ფორმა. გარდა კლასიკური პიქსისა! ის გაზრდილიც არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა თუ მისი ფორმის შენარჩუნება გსურთ, მაშინ 3 კვირაში ერთხელ სალონში ვიზიტი სრულიად საკმარისია. 2. კარე. კარე არის კლასიკა, რომელიც ყოველწლიურად იძენს ახალ დეტალებს. თუმცა, მისი მნიშვნელოვანი ფაქტორი - მოცულობა, მუდამ რჩება მნიშვნელოვან საკითხად. გრადუირებული კარის მეშვეობით შეგიძლიათ თმის სისქე კარგად შეათხელოთ, ან სხვა ვარიანტებით თმის თხელი ფენები მოცულობით გაზარდოთ. კარე არ არის რთული მოსავლელი და მსგავსი ვარცხნილობის გაზრდა თვეები შეგიძლიათ, რომელიც საბოლოოდ ვარცხნილობა "კასკადის" ფორმამდე მივა. 3. კასკადი. ამ ვარცხნილობის შეჭრა შესაძლებელია ნებისმიერი სახის ფორმისა და თმის სისქის მიხედვით. თმას თუ გაიშრობთ თავდახრილ მდგომარეობაში, რომ თმები ქვევით იყოს მიმართული, შემდეგ კი თითების, ან ფუნჯების მეშვეობით აიხვევთ ბოლოებს და დააფიქსირებთ თმის ლაქით, ვარცხნილობა არაჩვეულებრივი გახდება. შედეგად, რამდენიმე თვე სალონში წასვლაც არ მოგიწევთ. 4. ბობ-კარე. ვარცხნილობა - ბობ-კარე, 60-იან წლებში მოდის ექსპერტებმა გამოიგონეს. მისი დამფუძნებელი კი "საპარიკმახერო" სპეციალური სკოლა Vidal Sassoon-ია. ხალხში კი ის გავრცელებული იყო როგორც ვარცხნილობა "ქუდი". ყველა შემთხვევაში, ის იდეალურად იზრდება და არ საჭიროებს სტილისტთან გადაუდებელ ვიზიტს. 5. ბობი. ბობი ჭეშმარიტად უნივერსალია. უხდება ყველა ასაკის ქალს და ლამაზად გამოიყურება როგორც სწორ, ასევე ხვეულ თმაზე. ჩოლკით თუ მის გარეშე, ის საოცრად მოდურია, ასევე უფრო მოცულობითი ბოლოები, ხელს შეგიწყობთ, რომ ექსპერიმენტები ჩაატაროთ ღებვის დროს. იხილეთ აგრეთვე: 2019 წლის ულტრამოდური ფრანგული ვარცხნილობები 602 11-ს მოსწონს 1-ს არა
|