ქალი და მამაკაცი ბუნებრივი მაგნიტოთერაპია - რატომ უნდა დაისვენოთ ურეკში - ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებები 2019, 20 მაისი, 22:24 ბუნებრივი მაგნიტოთერაპია
![]() შავი ზღვის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა ნამდვილი ბუნებრივი სასწაულია! ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. ცხადია, ამ ქვიშების სამკურნალო თუ სხვა უნიკალური თვისებები პირველად ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოსცადა. ქვიშის წყალობით სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისგან განკურნების ფაქტებმა ძალზე დააინტერესა მედიკოსები, მკვლევრები და ცალკეული კვლევითი ინსტიტუტები. ![]() მაგნიტური ქვიშის საფუძველს წარმოადგენს მაგნეტიტი (იგივე მაგნიტური რკინაქვა), ტიტანომაგნეტიტი, ილმენიტი, პიროკსენი, გრანიტი, კვარცი, აპატიტი და სხვა მინერალები. მაგნიტური ფრაქცია ქვიშაში 23%-ს აღწევს, ხოლო რკინის შემცველობა 37-47%-ის ფარგლებში მერყეობს. ქვიშის მაგნიტური ათვისებადობა ჩვეულებრივზე 13-25-ჯერ მეტია. ყოველივე ეს ქმნის დაბალი ინტენსივობის მაგნიტურ ველს, რომლის გამაჯანსაღებელი თვისებებიც სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ურეკი ![]() ურეკი საქართველოს უნიკალური კლიმატური კურორტია და მისი უნიკალურობა იმით არის განპირობებული, რომ ის გამოირჩევა დაბალი ინტენსივობის ბუნებრივი მაგნიტური ველით. ბუნებრივი სიმდიდრე - სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა - იქ დამსვენებლთა გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. საქართველოს ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის, აგრეთვე საქართველოს პედიატრიის სამეცნიერო - კვლევითი და გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული კომპლექსური სამეცნიერო გ ა მ ო კ ვ ლ ე ვ ე ბ ი მოწმობს მაგნიტური ქვიშის მაღალ სამკურნალო ეფექტურობას შემდეგი დაავადებების დროს: ![]() * გულ-სისხლ ძარღვთა სისტემის დაავადებები (I და II სტადიის ჰიპერტონიული დაავადება, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია და სხვა); * საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (რევმატული და ინფექციური პოლიართრიტები ქრონიკულ სტადიაში, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროპათიები), პოსტტრავმატული რეაბილიტაცია; * ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონიული ფორმის ნევროზი, კლიმაქსური ნევროზი, ნევრალგია და სხვა); * ბავშვთა დაავადებები (რაქიტი, სპინალური პარეზები, სამშობიარო ტრავმები და სხვა); განსაკუთრებით კარგია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენება ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ. * ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები, რომლებიც უნაყოფობას იწვევს. * მაგნიტოთერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროსაც. 1923 1-ს მოსწონს
|