საზოგადოება ჩერნობილის აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა! გასაიდუმლოებული დოკუმენტები გაასაჯაროეს 2019, 26 აპრილი, 11:49 1986 წლის 26 აპრილს მსოფლიოს ბირთვული ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა მოხდა - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. საშინელი ინციდენტის ოფიციალურ მიზეზად, დღემდე, გაგრილების სისტემის მილების მოშლა სახელდებოდა. ცირკონიუმის წყალთან რეაქციის შედეგად დიდი რაოდენობით წყალბადი გამოიყო, რამაც გამოიწვია ეს უდიდესი აფეთქება.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შესახებ დოკუმენტები გამოქვეყნდა, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში 33 წლის წინ, დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა. სახელმწიფო არქივის დირექტორი ანდრეი კოგუტი არღვევს დუმილს და საჯაროდ აცხადებს: "პირველი დოკუმენტი 1973 წლით გვაქვს დათარიღებული, სადაც გარკვევით წერია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნორმების დარღვევის შესახებ და მას ასევე ერთვის დოკუმენტი, სადაც გარკვევით წერია ელექტროსადგურის მშენებლობის დროს დაშვებული დარღვევებისა და პრობლემების შესახებ". როგორც აღმოჩნდა, სადგურის მშენებლობის დროს ფატალური შეცდომები იყო დაშვებული, ამიტომ კატასტროფა გარდაუვალი გახდა. ანდრეი კოგუტმა დასძინა: "უპირველესი პრობლემა ელექტროსადგურის კონსტრუქციას ჰქონდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც აშენდა ბლოკ-სისტემაზე, ანუ, რეაქტორის გარსაცმები არ იყო მთლიანად ბეტონისგან. ტექნიკური ნორმები არ იყო გათვალისწინებული და ის იყო უხარისხო, არსებობდა ბზარები და ხარვეზები ბლოკებს შორის". ეს იყო მშენებლობის ნორმების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ უბედური შემთხვევა სწორედ ამ მიზეზით მოხდა. რადიოაქტიურმა ფონმა გაჟონა და მალევე, კიევის მიმდებარედ, მისი დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს ავტომობილში, რომლითაც გადაჰქონდათ ბავშვების სპეციალური ფორმები, რომლებიც პირველი მაისის ღონისძიებაზე უნდა ჩაეცვათ. კომუნისტური რეჟიმის დროის ყველა კავშირის და პარტიის შეცდომა იყო ეს უდიდესი კატასტროფა და მათი შეცდომის გამო ძალიან დიდი საფასური გაიღეს უდანაშაულო ადამიანებმა. იხილეთ აგრეთვე: ● რატომ "პარსავდნენ თავს" ბავშვებს საბჭოთა პერიოდში? ის, რაც ბევრმა, დღემდე, არ იცოდით ● საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ! ● რატომ ითვლება საბჭოთა პერიოდის ნაყინი ყველაზე გემრიელად და რისგან მზადდებოდა ის სინამდვილეში? ● მათ რაღაც იციან! "სიმპსონების" წინასწარმეტყველებამ, რომლებიც მართლა ახდა, მსოფლიო გააოგნა ● შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს ● როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელს ● ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორია ● როგორ აწამებდნენ ნაცისტები ტყვე ქალებს +13 იცოდით, როგორ გაჩნდა პირველი საღეჭი რეზინა საბჭოთა კავშირის დროს და რატომ შეეწირა მას 21 ადამიანის სიცოცხლე?! 2007 10-ს მოსწონს
|