x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138667
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512303
"ასე მხოლოდ ბოზები იცვამენ"- მასწავლებელი იძულებული გახდა, სკოლიდან წასულიყო
image
ახალგაზრდა მასწავლებელმა, ტატიანა კუვშინიკოვამ მშობლების მეოხებით შეძლო სამსახურში ადგილის შენარჩუნება, თუმცა ამჟამად მასზე მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულებულია, სხვა სამსახური ეძებოს.


თებერვლის თვეში რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალაქ ბარნაულიდან, 38 წლის ტატიანა კუვშინიკოვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ყინვაში, საზაფხულო მოკლე კაბაში ჩამომჯდარია რკინის ძელზე.

image

მეორე დღეს სკოლის დირექტორმა ტატიანა კაბინეტში დაიბარა, უთხრა, რომ "ასე მხოლოდ ბოზები იცვამენ" და აიძულა, განცხადება დაეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ.



მაშინ ახალგაზრდა მასწავლებელს მშობლები გამოესარჩლნენ და დირექტორი იძულებული გახდა, უკან დაეხია. ტატიანა სკოლაში დააბრუნა, თუმცა ქალს სამსახურში დაბრუნება ჯოჯოხეთად ექცა.

image


-საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური სიტუაცია შემექმნა, უბრალოდ აუტანელია უკვე მუშაობა.დამიწყეს შემოწმებები, დირექტორმა ჩემთან საწავლო ნაწილის გამგე გამოაგზავნა, რომელიც ყველაფერში ცხვირს ყოფს, ჩემს ნაცვლად რვეულებს ამოწმებს, რამდენ შეცდომაზე რა ნიშნებს ვწერ.თვლის, რომ ბავშვებს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ, არიან სუსტები, რომლებსაც უნდა მისცე შანსი და ორის ნაცვლად, სამიანი დაუწერო, სტიმული რომ მისცე, სხვებზე პირიქით - თუ მოეშვება, ტონუსი აუმაღლო. ამიტომაც, როდესაც მან მითხრა, რომ ორშაბათს ისევ მოვიდოდა, გადავწყვიტე, აღარ გავიდე სამსახურში. - აღნიშნა комсомольская правда-თან აუდიოინტერვიუში ტატიანა კუვშინიკოვამ.


– ამჟამად ვეძებ სამსახურს, თუმცა საჯარო სკოლაში აღარ მინდა მუშაობა. იმედი მაქვს, ადგილს ვნახავ მხატვრულ სკოლაში, განათლება ხელს მიწყობს - დასძინა ტატიანამ.


ქალი ისე წავიდა სკოლიდან, რომ ბავშვებს არც დაემშვიდობა. ამბობს, რომ აღარ სურდა ზედმეტი ხმაურის ატეხა მის გარშემო.


ბარნაულის №13 სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე უარს ამბობენ კომენტარის გაკეთებაზე, როგორც კი გებულობენ, რომ პრესა ურეკავთ, ტელეფონს თიშავენ.

0
1030
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1030
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0