ქალი და მამაკაცი მიზეზები, თუ რატომ არის სექსი ზოგჯერ მტკივნეული +15 2019, 10 იანვარი, 11:38 სექსუალური ჯანმრთელობისა და ქცევის ორგანიზაციამ Providr-მა 2009 წელს ჩაატარა სოციალური კვლევა და დადგინდა, რომ ქალების 30% სექსუალური კავშირის დროს განიცდის ტკივილს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მაჩვენებელი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნორმალურია. ნებისმიერი ტკივილი, რომელსაც პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობის დროს განიცდით, აუცილებლად მოითხოვს ექიმთან ვიზიტს, რათა მოხდეს მიზეზის დადგენა და მკურნალობა, რომ დალაგდეს თქვენი და პარტნიორის ურთიერთობა და მეტი კმაყოფილება მიიღოთ.
მიზეზები, თუ რატომ არის სექსი ზოგჯერ მტკივნეული1. მოფერების უკმარისობა. ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ შეიძლება სექსი იყოს მტკივნეული, სახელდება "მოფერების უკმარისობა". პარტნიორის გულგრილობა და მხოლოდ პროცესზე ფიქრი ქალს "მზადყოფნაში" ვერ აგდებს, ამიტომ მოსადუნებლად საჭიროა ცოტა მოფერება. 2. ვაგინალური ინფექცია. სხვადასხვა სახის ინფექციები, მაგალითად, როგორიცაა ტრიქომონა, სქესობრივი აქტის დროს ტკივილის მიზეზი ხდება. ეს ინფექცია კი ამ დროს გადამდებიცაა. თუ განიცდით აქტის დროს ტკივილს, ზოგადად კი ქავილსა და წვას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 3. ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ედომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია, თუმცა ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა. ეს ფაქტორიც იწვევს ტკივილს ინტიმური კავშირის დროს. 4. ვულვას ქრონიკული ტკივილი. მედიკოსები დღემდე ვერ პოულობენ მიზეზს, თუ რა შეიძლება იყოს ვულვას ქრონიკული ტკივილის კონკრეტული მიზეზი, თუმცა განაგრძობენ ძიებას. ფაქტია, რომ მისი ტკივილი სექსუალური აქტის დროს კიდევ ძლიერდება. 5. სტრესი და დაძაბულობა. სტრესმა და დაძაბულობამ სექსის დროს შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. სტრესის ქვეშ ხდება კუნთების და სხეულის ტონუსი და დაჭიმულობა, რაც იწვევს მენჯისა და სხვა კუნთების სპაზმს და შესაბამისად იწვევს ფიზიკურ ბარიერს. არსებობს ასევე სხვა რიგი მიზეზები: ჰორმონალური დისბალანსი (ესტროგენის დონის ვარდნა) ან გარკვეული მედიკამენტების მიღება. ზოგჯერ არ არის საკმარისი ბუნებრივი სითხე, რაც იწვევს სიმშრალეს და უნდა გამოიყენოთ აფთიაქში შეძენილი სპეციალური "ლუბრიკატი". P.S. ნუ დააიგნორებთ ტკივილს, მიმართეთ სპეციალისტს. ჯანმრთელობას გისურვებთ! . იხილეთ აგრეთვე: როგორ დაკავდეთ სექსით საჯაროდ - სასარგებლო რჩევები +16 ამ 5 შეხების მეშვეობით, ადვილად შეძლებთ ნებისმიერი მამაკაცის მართვას +15 ქალის 5 ტიპი, რომელსაც მამაკაცი არასოდეს უღალატებს - გაითვალისწინეთ! ქალის სხეულის ყველაზე სასურველი ნაწილი, რომელზეც ყველა მამაკაცს აკანკალებს 3805 7-ს მოსწონს |
იდეალური წყვილი არ არსებობს, მაგრამ როცა წყვილს ერთმანეთი გულით უყვარს, ზოგიერთ რამეს ერთი დათმობს და ზოგიერთ რამესაც მეორე.
არ მახსოვს მე და ნინის გვეჩხუბოს ან ბავშვების წინ ხმამაღლა გვეთქვას ერთმანეთისთვის რამე.
იშვიათად ვარ სახლში და ნინის მოჰყავს ბავშვები ჩემთან.
მე ასე მესმის ოჯახის ერთობა და სიყვარული.
4-5 საერთო შვილი ჰყავთ წყვილებს და ამბობენ ერთმანეთი შიშველი არა გვყავს ნანახიო-ეს მარაზმია.
სექსის და ურთიერთ ჰარმონიის აზრზე არაა ჩვენი თაობის კი არა ჩვენი მამების თაობის ხალხიც.
"მინდა და მორჩა"-ს მეთოდი ანგრევს სიყვარულს.
ერთიცაა საინტერესო, ქალს სექსის დაწყებამდე აუცილებლად ჭირდება მოფერება, ასეთ დროს ქალის ვაგინაში გამოიყოფა სპეციალური სითხე, რომელიც წყვილის შეერთებისას ყოველგვარ ტკივილს გამორიცხავს.