x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
მიზეზები, თუ რატომ არის სექსი ზოგჯერ მტკივნეული +15
სექსუალური ჯანმრთელობისა და ქცევის ორგანიზაციამ Providr-მა 2009 წელს ჩაატარა სოციალური კვლევა და დადგინდა, რომ ქალების 30% სექსუალური კავშირის დროს განიცდის ტკივილს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მაჩვენებელი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნორმალურია. ნებისმიერი ტკივილი, რომელსაც პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობის დროს განიცდით, აუცილებლად მოითხოვს ექიმთან ვიზიტს, რათა მოხდეს მიზეზის დადგენა და მკურნალობა, რომ დალაგდეს თქვენი და პარტნიორის ურთიერთობა და მეტი კმაყოფილება მიიღოთ.


image



მიზეზები, თუ რატომ არის სექსი ზოგჯერ მტკივნეული




1. მოფერების უკმარისობა.

image



ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ შეიძლება სექსი იყოს მტკივნეული, სახელდება "მოფერების უკმარისობა". პარტნიორის გულგრილობა და მხოლოდ პროცესზე ფიქრი ქალს "მზადყოფნაში" ვერ აგდებს, ამიტომ მოსადუნებლად საჭიროა ცოტა მოფერება.






2. ვაგინალური ინფექცია.

image


სხვადასხვა სახის ინფექციები, მაგალითად, როგორიცაა ტრიქომონა, სქესობრივი აქტის დროს ტკივილის მიზეზი ხდება. ეს ინფექცია კი ამ დროს გადამდებიცაა. თუ განიცდით აქტის დროს ტკივილს, ზოგადად კი ქავილსა და წვას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.






3. ენდომეტრიოზი.

image


ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ედომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია, თუმცა ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა. ეს ფაქტორიც იწვევს ტკივილს ინტიმური კავშირის დროს.






4. ვულვას ქრონიკული ტკივილი.

image


მედიკოსები დღემდე ვერ პოულობენ მიზეზს, თუ რა შეიძლება იყოს ვულვას ქრონიკული ტკივილის კონკრეტული მიზეზი, თუმცა განაგრძობენ ძიებას. ფაქტია, რომ მისი ტკივილი სექსუალური აქტის დროს კიდევ ძლიერდება.






5. სტრესი და დაძაბულობა.

image


სტრესმა და დაძაბულობამ სექსის დროს შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. სტრესის ქვეშ ხდება კუნთების და სხეულის ტონუსი და დაჭიმულობა, რაც იწვევს მენჯისა და სხვა კუნთების სპაზმს და შესაბამისად იწვევს ფიზიკურ ბარიერს.




image



არსებობს ასევე სხვა რიგი მიზეზები: ჰორმონალური დისბალანსი (ესტროგენის დონის ვარდნა) ან გარკვეული მედიკამენტების მიღება. ზოგჯერ არ არის საკმარისი ბუნებრივი სითხე, რაც იწვევს სიმშრალეს და უნდა გამოიყენოთ აფთიაქში შეძენილი სპეციალური "ლუბრიკატი".



image



P.S. ნუ დააიგნორებთ ტკივილს, მიმართეთ სპეციალისტს. ჯანმრთელობას გისურვებთ!

.




იხილეთ აგრეთვე:



როგორ დაკავდეთ სექსით საჯაროდ - სასარგებლო რჩევები +16image





ამ 5 შეხების მეშვეობით, ადვილად შეძლებთ ნებისმიერი მამაკაცის მართვას +15image





ქალის 5 ტიპი, რომელსაც მამაკაცი არასოდეს უღალატებს - გაითვალისწინეთ!image






ქალის სხეულის ყველაზე სასურველი ნაწილი, რომელზეც ყველა მამაკაცს აკანკალებსimage

9
3805
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3805
  
2019, 10 იანვარი, 21:49
სრული ჭეშმარიტებაა...
2019, 10 იანვარი, 21:19
გეთანხმები, გუჯა. მეც ქმრად ვერ აღვიქვამ გიოს, ჯერ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და ახლა კიდევ უფრო უკეთესი მეგობრები და მონათესავე სულები ვართ, ყველაფერში შეთანხმებულად, უსიტყვოდ ვრეაგირებთ. უსიყვარულოდ არც სექსს აქვს ფასი და... :)
2019, 10 იანვარი, 18:09
მეც ამას ვამბობ, წყვილის ურთიერთობაში ურთიერთანხმობა და ჰარმონია თუ არაა ეს უკვე ძალადობაა, რასაც ოჯახის დანგრევა მოჰყვება ხოლმე.
იდეალური წყვილი არ არსებობს, მაგრამ როცა წყვილს ერთმანეთი გულით უყვარს, ზოგიერთ რამეს ერთი დათმობს და ზოგიერთ რამესაც მეორე.
არ მახსოვს მე და ნინის გვეჩხუბოს ან ბავშვების წინ ხმამაღლა გვეთქვას ერთმანეთისთვის რამე.
იშვიათად ვარ სახლში და ნინის მოჰყავს ბავშვები ჩემთან.
მე ასე მესმის ოჯახის ერთობა და სიყვარული.
2019, 10 იანვარი, 18:05
რაა აქ საჭორიკნო და გასარჩევი, ჯანსაღი ცხოვრების წესია წყვილის ინტიმურ ცხოვრებაზე. ვისაც არ მოსწონს წყალი ცივია და დალიოს.
2019, 10 იანვარი, 16:47
ვისაც რა უნდა, ის უთქვია ჩემს სტატიებზე, აქ სამარცხვინო არაფერია და საკუთარ კომპლექსებს ამოფარებულმა ჭორიკნებმა კი თავიანთ პირად ცხოვრებას მიხედონ- მოაგვარონ!
2019, 10 იანვარი, 16:45
სადაც "მინდა და მორჩაა", იქ სიყვარული არაა და ვერც იქნება, გუჯა. სამწუხაროდ უმეტესად ძველ ხალხს და ახლანდელ თაობაშიც ბევრს ჰგონია, რომ ეგ მხოლოდ ვალდებულება და ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ანუ ცხოველური ინსტიქტებით მოძრაობენ და მორჩა! , რაც ერთ-ერთი ფაქტორია ურთიერთობის თუ ოჯახის ნგრევის.
2019, 10 იანვარი, 16:39
გეთანხმები მთელი 100%-ით მაკა.
4-5 საერთო შვილი ჰყავთ წყვილებს და ამბობენ ერთმანეთი შიშველი არა გვყავს ნანახიო-ეს მარაზმია.
სექსის და ურთიერთ ჰარმონიის აზრზე არაა ჩვენი თაობის კი არა ჩვენი მამების თაობის ხალხიც.
"მინდა და მორჩა"-ს მეთოდი ანგრევს სიყვარულს.
2019, 10 იანვარი, 14:54
მადლობა, გუჯა, იმედია ჯვარს არ მაცვამენ ამ სტატიის გამო, როგორც სხვა დანარჩენი შემთხვევების დროს. ბუნებრივია ყველაფერი რასაც ვწერ და თუ მეტ განათლებას მიიღებს ერი და სამზარეულო-საწოლის პრინციპით არ იხელმძღვანელებს და ქალებიც, რომლებსაც არაჯანსაღი ფსიქიკა ზოგჯერ ცხოვრების ბოლომდე მიყვებათ, ვფიქრობ ურიგო არ იქნება სტატიებიდან მაინც შეიტყონ ელემენტარული და ცოტა უკეთესობისკენ შეცვალონ ყველაფერი.
2019, 10 იანვარი, 14:17
საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის.
ერთიცაა საინტერესო, ქალს სექსის დაწყებამდე აუცილებლად ჭირდება მოფერება, ასეთ დროს ქალის ვაგინაში გამოიყოფა სპეციალური სითხე, რომელიც წყვილის შეერთებისას ყოველგვარ ტკივილს გამორიცხავს.
0 1 9